43 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ზე რობერტომ კარიერის დასრულება 43 წლის ასაკში გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია მცველმა თავის ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა. ზე რობერტოს გუნდი "პალმეირას" ორშაბათს "ბოტაფოგოს" შეხვდება და ეს იქნება ბრაზილიელისთვის კარიერის ბოლო მატჩი.
ზე რობერტომ "პორტუგესას" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 1994 წელს დააწინაურეს. სამ წელიწადში ბრაზილიელი მადრიდის "რეალმა" 9 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა და ესპანური გუნდის რიგებში სამხრეთამერიკელმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ზე რობერტო ასევე თამაშობდა "ბაიერნში", "ლევერკუზენში", "ჰამბურგში", "ალ-გარაფაში", "გრემიოსა" და "სანტოსში. ბრაზილიელს გერმანიის ჩემპიონატი და თასი 4-4-ჯერ აქვს მოგებული. კარიერის განმავლობაში კი სულ 17 ტიტული აქვს მოგებული. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 1998 და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზა. ზე რობერტოს ფიფას კონფედერაციათა თასი 1997 და 2005 წლებში აქვს მოგებული, ხოლო კოპა ამერიკის გამარჯვებული 1997 და 1999 წლებში გახდა.