ფეხბურთი

17:56 | 25.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტის საუდის არაბეთში ოქროს კოშკებს ჰპირდებიან?

კარლო ანჩელოტი შესაძლოა საუდის არაბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. Premiumsporthd.it-ის ინფორმაციით, ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციას გამოცდილი იტალიელის მიწვევა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სურთ და ამისთვის ზღაპრულ პირობებსაც ამზადებენ.

თუმცა, ჯერჯერობით წყარო კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს. ცნობილია, რომ საუდის არაბეთის ნაკრები, რომელიც მუნდიალზე 2006 წლის შემდეგ პირველად გავიდა, ედგარდო ბაუზას გათავისფულების მერე, უმწვრთნელოდაა.

რაც შეეხება ანჩელოტის – ჯერ ხორვატიის ნაკრებს უკავშირებდნენ, შემდეგ კი მშობლიური იტალიას.

0.121755