ფეხბურთი

18:36 | 25.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი გარდაიცვალა

"ვალენსიას" ყოფილი პრეზიდენტი ხაიმე ორტი გარდაიცვალა. მას ფილტვების სიმსივნე ჰქონდა და 70 წლის ასაკში დაიღუპა.

ხაიმე ორტი "ღამურების" ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი გახლდათ. ის 2001 წლის ივლისიდან 2004 წლის ოქრომბრამდე იკავებდა პოსტს და ამ პერიოდში გუნდმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ასევე, უეფას თასი და ევროპის სუპერთასიც.

ორტის უშუალო ურთიერთობა ჰქონდა კლუბის გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან. ის უყვარდათ, არა მხოლოდ შედეგების, არამედ პიროვნული თვისებების გამოც.

0.110537