კალათბურთი

14:45 | 25.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გერმანიასთან (70:79) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა განაცხადა, საქართველოს ბევრი გამოცდილი მოთამაშე აკლდა და ამაყობს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებით.

“ძალიან ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. ძალიან, ძალიან ამაყი ვარ, რადგან ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ჩვენ ბევრი გამოცდილი კალათბურთელი გვაკლდა და გვყავდა ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე. გერმანიამ ფიზიკურად და სისწრაფეში გვაჯობა.

ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის ეს თამაში დიდი გამოცდილება იყო და ისინი შეთამაშდებიან. ჩვენ არ გვყავდა გრძელი სკამი და შედეგი სავსებით ნორმალურია. გერმანიასთან შეხვედრა ბევრი ახალგაზრდა მოთამაშისთვის პირველი მატჩი გახლდათ”, - განაცხადა ზუროსმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.

გარდ ამისა, ბერძენმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა:

"პირველ რიგში ვულოცავ გერმანიის ნაკრებს გამარჯვებას. ძალიან სასიამოვნო საკალათბურთო ატმოსფერო იყო დარბაზში. ყველა გუნდისთვის ძალიან რთულია ასეთ მომენტში თამაში, როდესაც ამდენი მოთამაშე გაკლია. თანაც, სულ სამი დღე გვქონდა მოსამზადებლად. მანუჩარისა და დიქსონის გარდა, ყველა წამყვანი კალათბურთლები დაგვაკლდა.

ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, მათ გულით ითამაშეს. თუმცა, გვქონდა პრობლემები - გერმანიასთან შედარებით გამოცდილების ნაკლებობა. მაგრამ წინ სერბეთთან შეხვედრა, რომლის მოგებასაც ვეცდებით. გერმანიის ნაკრებს კი წარმატებებს ვუსურვებ.

არაა ადვილი 3 დღეში გუნდის შეთამაშება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი კალათბურთელი არ გყავს. მანუჩარი ორი დღის წინ შემოგვიეთრდა, დიქსონი ერთი დღით ადრე. არაა მართებული, როდესაც ძლიერი კალათბურთელები ნაკრებს აკლდებიან. ფიბასა და ევროლიგას კარგი ხელმძღვანელობა ჰყავს და ვიმედოვნებ, სწორ გამოსავალს იპოვნიან", - თქვა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გერმანიაში მარც1ხით დაიწყო. ზუროსის გუნდი მეორე შეხვედრას 27 ნოემბერს, ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამართავს.

0.115565