კალათბურთი

12:21 | 25.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: "ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა აკაკი დვალიშვილმა გერმანიასთან მატჩი შეაფასა. როგორც ქართველმა კალათბურთელმა განაცხადა, წაგება გამოცდილების ნაკლებობამ განაპირობა.

“თავიდან ძალიან კარგად დავიწყეთ თამაში და ვიბრძოლეთ, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. თუმცა, ბოლოს გერმანელებმა გამოცდილების ხარჯზე მოიგეს. მაგრამ, ამ გუნდთან თამაში რამდენიმე თვეში სახლში გვექნება და ვეცდებით ის შეცდომები გამოვასწოროთ, რაც ახლა დავუშვით”, - განუცხადა დვალიშვილმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 70:79 დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო. რაც შეეხება დვალიშვილს, მან მოედანზე 9 წუთი გაატარა. ამ დროში კი 3 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრას 27 ნოემბერს, ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.114067