კატალონიის “ბარსელონას” ექსპრეზიდენტის სანდრო როსელის პრეზიდენტის ოჯახი საჭმლის ფულის გარეშე დარჩენილა. აღნიშნული ინფორმაცია როსელის ადვოკატმა კატალონური რადიო RAC 1-თან საუბრისას გააჟღერა.
მისი განცხადებით, როსელის ყველა ანგარიშს ყადაღა ადევს, რის შედეგადაც მის ოჯახს საჭმლის ფული არ აქვს:
“მის ოჯახს საჭმლისთვის ფული არ აქვს, ყველა ანგარიში გაყინულია. ისინი სხვა ოჯახების ქველმოქმედების იმედზე არიან დარჩენილნი.
ეს საზიზღრობაა – ბევრი გზა იყო როსელის თავდებით გამოსაშვებად. მაგალითად მისი პასპორტის გაუქმება. ყველაფერი გარდა ციხისა. ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა პაუ მოლინსმა.
შეგახსენებთ, სანდრო როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით მაისში დააპატიმრეს და მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, თავდებით გათავისფულებაზე უარი ეთქვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუუ ჩაკვეტაძეს რა გოლი არ ჩაუთვალეს იმ ნაბ...მსაჯებმა @ ვიდეო რეფერი რისთვის აქვთ იმ ჩემანალებს ? @@
მომკალით და ვერ ვიჯერებ, რომ გაგრა სუფთად იგებს.
იგებდა
დასრულდა სტადიონის მშენებლობა? თუ ბაზაზეა თამაში?
ბაზაზე