ფეხბურთი

13:02 | 25.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "პსჟ და "სიტი" ყველაზე ძლიერები არიან"

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსმხელი ლიონელ მესი პსჟ-ს და “სიტის” აქებს. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, დღეს ინგლისური და ფრანგული გუნდები ყველაზე მაღალ დონეზე თამაშობენ.

“ამ ეტაპზე პსჟ და “სიტი” ყველაზე ძლიერი გუნდები არიან. მათ გამოავლინეს ნამდვილი სიმტკიცე. თუმცა სეზონი ძალიან გრძელია და არ გამოვრიცხავ მადრიდის “რეალსაც”. ეს გუნდი ყოველ წელს ყველა ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძვის და ახლაც ასე იქნება. იგივენაირად ფასობს “ბაიერნიც”, მაგრამ მოცემულ მომენტში “სიტი” და პსჟ ყველაზე მაღლა დგანან”, - განუცხადა მესიმ Marca-ს.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ 2016-2017 წლების სეზონში შედეგიანი თამაშისთვის “ოქროს ბუცი” მოიგო, რომელიც ოფიციალურად გუშინ გადაეცა. აღნიშნული ჯილდო არგენტინელმა კარიერაში მეოთხედ მოიგო.

0.125322