იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო ვენტურა შესაძლოა ინგლისის პრემეირლიგის ბინადარ “უოტფორდის” თავკაცად დაინიშნოს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, “ევერტონი” მთავარი მწვრთნელის პოსტზე “უოტფორდის” დამრიგებლის, მარკო სილვას მიწვევას გეგმავს და იმ შემთხვევაში თუ სილვამ ლივერპულში გადაინაცვლა, მის პოსტს ვენტურა დაიკავებს.
შეგახსენებთ, 68 წლის ჯან პიერო ვენტურა იტალიის ნაკრებიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც “სკუადრა აძურა” მისი ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.