ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთი 2006 წელს CALCIOPOLI-ს სკანდალმა დაანგრია.
როგორც დელ პიერომ Gazzetta Dello Sport-თან ინტრვიუში თქვა, ამით სხვა ქვეყნის ჩემპიონატები გაძლიერდნენ.
“CALCIOPOLI ატომურ ბომბს ჰგავდა. 2006 წლის მოვლენებმა იტალიური ფეხბურთი გატეხა. არ ვგულისხმობ მხოლოდ “იუვეს”. იმ მომენტიდან დიდი ფეხბურთელები უცხოეთში წავიდნენ სათამაშოდ და ამის ხარჯზე სხვები გაიზარდნენ, იტალიის ჩემპიონატი კი დასუსტდა”, - განაცხადა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის საფეხბურთო სკანდალის შემდეგ “იუვენტუსი” ქვედა ლიგაში დააქვეითეს, ხოლო “მილანს”, “ლაციოსა” და “ფიორენტინას” სეზონის დაწყება მინუს ქულებით მოუწიათ.