ფეხბურთი

19:14 | 24.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანტონა: “პსჟ პატარა გუნდია, ისტორიის გარეშე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა “პარი სენ ჟერმენს” აკრიტიკებს.

კანტონამ იუთუბის არხ FullTimeDEVILS-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ ვინ წარმოუდგენია “მანჩესტერისთვის” იდეალური ფეხბურთელად, რომელიც 7 ნომერს მოირგებს, ასეთი პასუხი გასცა:

“ძალიან მომწონს პასტორე - ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, ბურთთან ყოველ შეხებაზე ეს იგრძნობა, შეუძლია გულშემატკივრების აღფრთოვანება. ვფიქრობ, დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ პსჟ-ში თითქმის არასდროს თამაშობს.

არგენტინის ნაკრები, სადაც პასტორე თამაშობს, დიდი ნაკრებია, მაგრამ არ თამაშობს “პარი სენ ჟერმენში”, რომელიც პატარა გუნდია – ბევრი ფულით და ისტორიის გარეშე”, - განაცხადა კანტონამ.

28 წლის ხავიერ პასტორემ პარიზული გუნდის რიგებში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება “მანჩესტერის” 7 ნომერს - თავის დროზე ამ ნომრით “წითელ ეშმაკებში” კანტონა, დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11414