საკალათბურთო "ა" ლიგის მონაწილე "ტიტებმა" რიგით მეორე ლეგიონერი ამერიკელი ანტუან დევინ სპეისი დაიმატა.
206 სმ სიმაღლის 24 წლის ამერიკელ კალათბურთელს თამაში შეუძლია, როგორც მძიმე ფორვარდის ასევე ცენტრის პოზიციაზე. სპეისი "ტიტებში" მისვლამდე ტუნისის ჩემპიონატში თამაშობდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ტიტები" ასევე ამერიკელი კალათბურთელით კაჰიმ რაშად რენსომით გაძლიერდა. ქართულ კლუბს უახლოეს დღეებში მესამე ლეგიონერიც შეუერთდება.
ს.კ ტიტების პრესსამსახური