თამაშგარე

18:45 | 24.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს შვილის საიდუმლოება

ბოლო დღეებში მთელი ევროპის “ყვითელი“ პრესა მადრიდის “რეალის“ პორტუგალიელი შემტევის მეოთხე შვილზე წერს და ჭორაობს. როგორც იცით, კრიშტიანუს ორი კვირის წინ, რიგით მეოთხე შვილი, გოგონა შეეძინა, რომელსაც რონალდუმ სახელად ალანა მარტინა დაარქვა.

პირველი სამი შვილი კრიშტიანუს სუროგატმა დედებმა გაუჩინეს და ოფიციალურად მხოლოდ ეს, მეოთხე შვილი გააჩინა რონალდუს მეგობარმა ქალმა, მოდელმა ჯორჯიანა როდრიგესმა, რომელიც ასევე აგრძელებს პორტუგალიელ ფეხბურთელთან ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრებას.

თუმცა, ევროპის ბულვარული მედია ეჭვობს, რომ შესაძლებელია ჯორჯიანა როდრიგესიც და კრიშტიანუც იტყუებიან და პატარა ალანა მარტინაც სუროგატმა დედამ შვა. ამის დასტურად, ჯორჯიანას ერთ-ერთი ნაცნობი მოდელის კომენტარს იშველიებენ, რომელიც ირწმუნება, რომ ერთი თვის წინ როდრიგესის ქალი პოდიუმზე დაშტრიკინობდა და ორსულის არაფერი ეტყობოდა. ასეა თუ ისე, სამყაროს რიგით მეოთხე რონალდუ მოევლინა და ბავშვი ვის მუცელში იჯდა - უკვე აღარა აქვს დიდი მნიშვნელობა...

0.166236