ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მარუან ფელაინის გადაბირებას ცდილობს. პარიზულმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ბელგიელ ნახევარმცველთან. ამის შესახებ ინფორმაციას Le10 Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, 30 წლის მოთამაშეს პსჟ 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ფელაინს “წითელ ეშმაკებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინგლისური კლუბი 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ძირითადად 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ფრანგული კლუბის შეთავაზება კი ფელაინისთვის უფრო მომგებიანი იქნება.
მიმდინარე სეზონში ბელგიელმა 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.