ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურმა ახალი კლუბების ვინაობა გამოავლინა, რომლებიც პლეი-ოფში ითამაშებენ. შემდეგი ეტაპის საგზური უკვე 16 გუნდმა გაინაღდა, ხოლო დარჩენილი 8 საგზურის ბედი უკანასკნელ ტურში გადაწყდება.
ქართველი ფეხბურთელების თამაშზე უკვე ცალკე გვეწერა, ამიტომაც მათზე აღარ შევჩერდებით და სხვა მატჩებზე გადავალთ. A ჯგუფში პლეი-ოფში თამაში გაინაღდა “ვილიარეალმა”, რომელმაც სტუმრად “ასტანა” უხვგოლიან თამაშში დაამარცხა, მეორე საგზურის ვინაობას კი “სლავია” და “ასტანა” გაარკვევენ. ჩეხური კლუბი შინ თამაშობს და ფრეც აძლევს ხელს.
B ჯგუფში ორივე 1/16 ფინალისტის ვინაობა ცნობილია: კიევის “დინამო” და “პარტიზანი”.
“ბრაგამ” საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმს” სძლია. შესაბამისად, პორტუგალიელები შემდეგ ეტაპზე არიან, ხოლო გერმანელები – ჯგუფში ჩარჩნენ. მეორე მატჩში “ლუდოგორეცი” შინ “ბაშაქშეჰირს” დაუხვდა და პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აწყობდა, თუმცა მინიმალური სხვაობით დამარცხდა და საქმე გაირთულა.
“მილანი” შინ “აუსტრიასთან” თავიდან აგებდა, თუმცა შემდეგ შავი დღე აყარა –27-ე წუთიდან მოყოლებული ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და პირველი ადგილი გაიფორმა. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯგუფის სამივე ბინადარს აქვს, თუმცა ფავორიტი აეკია, რომელიც “აუსტრიას” და “რიეკას” სამ-სამი ქულით უსწრებს.
E ჯგუფშიც ორივე გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა: “ატალანტა” და “ლიონი”. იტალიური კლუბი საშინელ ფორმაში მყოფ “ევერტონს” ეწვია და გამანადგურებელი მარცხი აწვნია (5:1). ოთხბურთიანი სხვაობით იმარჯვა “ლიონმაც”, რომელმაც შინ “აპოლონი” მიიღო.
ერთადერთი F ჯგუფია, სადაც რაიმე გარანტირებული არავის არ აქვს. ამ მომენტისთვის “შერიფი” პირველ ადგილზეა და მე-3 ადგილოსან “კოპენჰაგენს” 3 ქულით უსწრებს, მაგრამ ბოლო ტურში გასვლაზე ეთამაშება და იმ შემთხვევაში თუ დამარცხდება, ხოლო “ლოკომოტივი” გასვლაზე “ზლინს” მოუგებს, საერთოდ ჯგუფში ჩარჩება.
ასევე ყველაფერი გარკვეულია G, K და L ჯგუფებში. შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ: “სტიაუა”, “პლზენი”, “ნიცა”, “ლაციო”, “სოსიედადი” და “ზენიტი”.
პლეი-ოფში გასულმა “არსენალმა” სტუმრად “კიოლნთან” გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა, ხოლო “ბატეს” და “ცრვენა ზვეზდას” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ჯგუფში ძალიან საინტერესო მდგომარეობაა შექმნილი: ბოლო ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი სამივე კლუბს აქვს. “ცრვენა ზვეზდა” შინ “კიოლნს” მიიღებს და ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე ფრეც აძლევს ხელს, თუმცა მცირე შანსი “ბატესაც” აქვს და ამ მცირე შანსისთვის სწორედ მეტოქეების ყაიმი სჭირდება. ოღონდ, თავად ლონდონში უნდა მოუგოს “არსენალს”.
შემდეგ რაუნდშია “ზალცბურგი”. ავსტრიულმა კლუბმა შინ “გიმარაეში” გაანადგურა, ხოლო მე-2 ადგილზე “მარსელია”, მომდევნო ტურში სწორედ “ზალცბურგს” ეთამაშება და ფრის შემთხვევაშიც 1/16 ფინალში გავა.
ჯგუფური ეტაპის მთავარი სენსაცია კი შვედური “ოსტერსუნდსის” პლეი-ოფში გასვლაა. ამ უსახელო კლუბმა ყველასთვის მოულოდნელად, პლეი-ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. მეორე საგზურს მომდევნო ტურში “ზორია” და “ბილბაო” გაითამაშებენ. ბასკებს ფრეც აძლევთ ხელს.
A ჯგუფი
ასტანა – ვილიარეალი 2:3 (1:1)
გოლები: 1:0 კაბანანგა (22), 1:1 რაბა (39), 1:2, 1:3 ბაკამბუ (65;83), 2:3 ტეუმასი (88)
მაკაბი – სლავია 0:2 (0:1)
გოლები: ჰასბაუერი (45+1; 54)
B ჯგუფი
შკენდერბიუ – დინამო (კ) 3:2 (1:1)
გოლები: 0:1 ციგანკოვი (16), 1:1 ლილაჯი (18), 2:1 ჯეიმსი (52), 3:1 სოუ (56), 3:2 რუსინი (91)
პარტიზანი – იანგ ბოისი 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 ტაუემბა (12), 1:1 ნგამალეუ (25), 2:1 ოზეგოვიჩი (53)
C ჯგუფი
ბრაგა – ჰოფენჰაიმი 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 მარსელინიო (1), 1:1 უტი (74), 2:1, 3:1 ფრანსერჟიო (81; 93)
გაძევება: შალაი (97 ჰ.)
ლუდოგორეცი – ბაშაქშეჰირი 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 ვისკა (20), 0:2 ფრეი (27), 1:2 მარსელინიო (65)
D ჯგუფი
მილანი – აუსტრია 5:1 (3:1)
გოლები: 0:1 მონშეინი (21), 1:1 რ.როდრიგესი (27), 2:1, 4:1 ა.სილვა (36; 70), 3:1, 5:1 კუტრონე (42; 93)
აეკი – რიეკა 2:2 (1:2)
გოლები: 0:1, 0:2 გორგონი (8; 26), 1:2 ს.არაუხო (45+2), 2:2 კრისტოდოლოპულოსი (55)
E ჯგუფი
ევერტონი – ატალანტა 1:5 (0:1)
გოლები: 0:1, 0:2 კრისტანტე (12; 64), 1:2 ს.რამირესი (71), 1:3 გოსენსი (86), 1:4, 1:5 კორნელიუსი (88; 94)
48-ე წუთზე გომესმა (ა.) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
ლიონი – აპოლონი 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 დიაკაბი (29), 2:0 ფეკირი (32), 3:0 დიასი (66), 4:0 მაოლიდა (90)
F ჯგუფი
ლოკომოტივი – კოპენჰაგენი 2:1 (1:1)
გოლები: 1:0, 2:1 ფარფანი (17; 51), 1:1 ვერბიჩი (31)
შერიფი – ზლინი 1:0 (1:0)
გოლი: ხაირო (11)
G ჯფუფი
პლზენი – სტიაუა 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 პეტრზელა (49), 2:0 კოპიჩი (76)
ლუგანო – ბირ შევა 1:0 (0:0)
გოლი: კარლინიოსი (50)
H ჯგუფი
კიოლნი – არსენალი 1:0 (0:0)
გოლი: გუირასი (62 პენ.)
ბატე – ცრვენა ზვეზდა 0:0
I ჯგუფი
ზალცბურგი – გიმარაეში 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 დაბური (26), 2:0 ულმერი (45+1), 3:0 ჰუანგ ჰი-ჩანი (67)
ქონიასპორი – მარსელი 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 სკუბიჩი (82 პენ.), 1:1 მოკე (93 ს.კ.)
გაძევება: ამავი (80 მ.)
J ჯგუფი
ოსტერსუნდსი – ზორია 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 გრეჩიშკინი (40 ს.კ.), 2:0 გოდოსი (77)
ბილბაო – ჰერტა 3:2 (1:2)
გოლები: 0:1 ლეკიე (26), 1:1, 2:2 ადურისი (35 პენ; 66 პენ.), 1:2 სელკე (36), 3:2 უილიამსი (82)
K ჯგუფი
ლაციო – ვიტესი 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 ლინსენი (13), 1:1 ალბერტო (42)
ნიცა – ვარეგემი 3:1 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0 ბალოტელი (5 პენ; 31), 2:1 ჰემალაინენი (81), 3:1 ტამეზე (86)
L ჯგუფი
ზენიტი – ვარდარი 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 პოლოზი (16), 2:0 რიგონი (43), 2:1 ბლაზევსკი (93)
27-ე წუთზე ძიუბამ (ზ) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
როსენბორგი – სოსიედადი 0:1 (0:0)
გოლი: ოიარზაბალი (90)