ფეხბურთი

20:45 | 23.11.2017 | ნანახია 946 - ჯერ

ტიაგო ალკანტარა რამდენიმე თვე იუქმებს

მიუნხენის “ბაიერნს” ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ხანგრძლივი დროით გამოაკლდა. როგორც “რეკორდმაისტერის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, ტიაგო თამაშს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

“ტიაგოს კუნთის დაზიანება აქვს და დიდი ეჭვი არსებობს, რომ მოედანზე რამდენიმე თვე ვერ გავა. ყოველ შემთხვევაში პესიმისტურად ვართ განწყობილნი. რაც შეეხება რობენს, იმედია, მალე დაგვიბრუნდება, სერიოზული არაფერი უნდა იყოს”, - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

ტიაგო ალკანტარამ და არიენ რობენმა ტრავმები ბრიუსელის “ანდერლეხტთან” მატჩში მიიღეს. “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელების გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა ჯერ უცნობია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:01 | 24.11.2017
Beka-1991 (596)

ლაზარეთი ხომ ვერ დააცალიერეს რა

23:29 | 23.11.2017
z.z.5.R (48)

შეხვდება ბავარიას თავისი იობარი ვამოს რეალლლ

21:29 | 23.11.2017
mushni (93569)

ახალი წლის მერე გამოვა

21:00 | 23.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

უნიჭიერესი მაგრამ მუდამ ტრავმიანი ვერ შედგა მისი დიდი კარიერა არადა ნაღდად შეეძლო

21:52 | 23.11.2017
tato777 (1280)

ამიტომ უნდა გდებულიყო იქ სადაც იყო და ესე არ დაემართებოდა. ყველას ეგრე მოსდის ვინც უმადურობას იჩენს

11:53 | 24.11.2017
RHP (3623)

არვიცი ტრავმები უმადურობის ბრალია თუ არა ან ბუნებამ და ღმერთმა სასჯელი მოუვლინეს თუ არა მარა რო გდებულიყო ბარსაში მართლა აჯობებდა ჩემი აზრით არადა სულ ცოტა უნდა მოეთმინა

13:31 | 24.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბარსაში რო დარჩენილიყო ალბათ უკეთესი იქნებოდა მარა ბაიერნშიც კარგი პროსტა ტრავმა მაინც ყველგან ექნებოდა ამას ბარსაშიც და ბაიერნშიც

23:30 | 23.11.2017
z.z.5.R (48)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

0.115431