ფეხბურთი

20:19 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კურანი პანამელებს: “გამომიყენეთ!”

გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი კევინ კურანი პანამის ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს, მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში ჩართონ. 35 წლის კურანის გერმანულის გარდა, პანამური და ბრაზილიური პასპორტიც აქვს.

“პანამა პირველად გავიდა მუნდიალზე. ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელთან ვმეგობრობ და იმედი მაქვს, რაიმე სახით დავეხმარები ქვეყანას” – განაცხადა კურანიმ, რომელსაც დედა პანამელი ჰყავს, ხოლო მამა გერმანიის მოქალაქეა უნგრული წარმოშობით.

კევინ კურანი რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა და პანამაში გაიზარდა. თავის დროზე, ის ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიას თანაგუნდელი იყო “შალკეში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11794