ფეხბურთი

22:35 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაკა და “მილანი”: ბრაზილიელს დრო სჭირდება

იტალიური “მილანის” ბაზას ლეგენდარული ბრაზილიელი კაკა სტუმრობს. იტალიურმა მედიამ კი, მყისვე დაწერა, რომ რიკარდო “როსონერიში” ბრუნდება – ფეხბურთელის რანგში ან კლუბის ხელმძღვანელობაში.

MIlan News-თან საუბარში სამხრეთამერიკელმა თქვა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და ამისთვის დრო სჭირდება:

“ჩვენ უბრალოდ ვისაუბრეთ. ჯერ კიდევ მჭირდება დრო გადაწყვეტილების მისაღებად, ვითამაშებ თუ არა ფეხბურთს. ეს განსაკუთრებული მომენტია – ვიცი, რომ “მილანში” დაბრუნების შანსი მაქვს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება უნდა მივიღო, გავაგრძელებ თუ არა საფეხბურთო კარიერას.

“მილანთან” ახლოს ყოფნა მომწონს. მე შეყვარულებული ვარ ამ კლუბზე და მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. ეს ფასონესაც ვუთხარი”, - განაცხადა კაკამ.

შეგახსენებთ, კაკა “მილანში” 2003-2009 და 2013-2014 წლებში თამაშობდა. ამ დროში ბრაზილიელმა 306 შეხვედრაში 104 გოლი გაიტანა, თითოჯერ მოიგო სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, იტალიის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

0.117089