“რივერ პლეიტის” მეკარემ ხერმან ლუქსმა “ინდეპენდიენტესთან” მატჩში უცნაური საქციელის გამო წითელი ბარათი მიიღო. მე-18 წუთზე მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა გახორციელეს და შემტევი ლუქსთან პირისპირ დარჩა.
გამოცდილმა მეკარემ საკუთარი საჯარიმო დატოვა იმ იმედით, რომ ბურთზე პირველი ითამაშებდა და ითამაშა კიდეც, თუმცა, ხელით – ხერმანს ბურთი თავზე გაადახტა და სხვა გზა აღარ დარჩენოდა, პირდაპირ ხელში დაიჭირა. ეს ყველაფერი საჯარიმოს მიღმა, 5 მეტრში ხდებოდა.
ბუნებრივია, 35 წლის მეკარეს მთავარმა მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და გასახდელის გზას გაუყენა.