ფეხბურთი

16:41 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავამ ”ტობოლთან” გააფორმა

როგორც შევიტყვეთ, ჯაბა კანკავამ კუსტანაის “ტობოლთან” კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყაზახეთში რომ იყო ჩასული მოსალაპარაკებლად, ეს გვეწერა რამდენიმე დღის წინ. ამჯერად კი შევიტყვეთ, რომ ჯაბა უკვე “ტობოლის” ფეხბურთელია და უახლოეს დღეებში წარადგენენ.

“ტობოლმა” ყაზახეთის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა. გუნდში ამ ზაფხულს გადავიდა ნიკა კვეკვესკირი. “ტობოლი” ერთხელ, 2010 წელს გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

კანკავა ზაფხულიდან მოყოლებული თავისუფალი აგენტი გახლდათ: ფრანგულ “რეიმსთან” გაწყვიტა კონტრაქტი. ბოლო თვეებში ჯაბა მხოლოდ საქართველოს ნაკრებში თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც.

0.116377