კალათბურთი

17:01 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

 “ბოსტონი” “მაიამიმ” შეაჩერა  

“ბოსტონ სელტიკსი” ზედიზედ 16 მატჩის მოგების შემდეგ გასვლაზე “მაიამი ჰიტთან” 98:104 დამარცხდა. “მაიამი” პირველსავე პერიოდში დაწინაურდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში “კელტებმა” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხეს.

ფლორიდელებს გორან დრაგიჩმა 27 ქულით ულიდერა, უეიტერსი 26 ქულით გამოირჩა. “ბოსტონში” კაირი ირვინგს 23 ქულა ჰქონდა.

წაგების მიუხედავად, “ბოსტონი” 16 მოგებით და 3 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.

0.118047