ფეხბურთი

17:55 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დაკმაყოფილდით ხარბებო” – ევროები ბრიუსელში

მიუნხენის “ბაიერნის” გულშემატკივრებმა ბრიუსელის “ანდერლეხტთან” მატჩისას პროტესტი გამოთქვეს ბილეთების მაღალი ღირებულების გამო. გერმანელმა ფანებმა “ვანდენ სტოკის” მოედანზე ყალბი ევროების კუპიურები გადაყარეს, ხოლო ტრიბუნაზე დიდი ბანერი გამოფინეს წარწერით: “დაკმაყოფილდით ხარბებო?”.

საქმე ისაა, რომ ბელგიელებმა “ბაიერნის” გულშემატკივრებს თამაშზე დასწრება 100 ევროს ოდენობით დაუფასეს, მაშინ, როცა მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასწრება გაცილებით იაფია.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე მდგომარეობაში “რეკორდმაისტერის” ფანები პარიზში, პსჟ-სთან სტუმრობისასაც აღმოჩნდნენ, ხოლო იქამდე ლონდონში, “არსენალთან” სტუმრობაც საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.

0.118144