ფეხბურთი

14:35 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ფაქტები და რეკორდები V ტურის შემდეგ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ, ტურს ციფრებში. საინტერესო ფაქტები, მიღწევები, რეკორდები და სტატისტიკური მონაცემები.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური ერთ გვერდზე:

0 – “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორი 0:0 ისტორიაში პირველად ითამაშა.

34 – “იუვენტუსმა” “ბარსელონასთან” მატჩით (0:0) საკუთარ მოედანზე 34-მატჩიანი სერია შეწყვიტა. საქმე ისაა, რომ განვლილ 34 შეხვედრაში “იუვეს” მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაჰქონდა.

4 – “რომამ” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხი მარცხი ესპანურ გუნდებთან განიცადა.

6 – “ატლეტიკო” უკვე ექვსი თამაშია იტალიურ გუნდებთან დაუმარცხებელია (4 მოგება, 2 ფრე).

2 – “ბარსელონამ” იტალიაში ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო, თუმცა ასევე ორჯერ წააგო (7 ფრე).

96% - მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ბოლო 24 დარტყმიდან 23 მოიგერია (ყველა ტურნირის ჩათვლით).

7 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შვიდი სხვადასხვა გუნდის რიგებში ითამაშა (“აიაქსი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ბარსელონა”, “მილანი”, პსჟ და “მანჩესტერი”).

10 – “ატლეტიკოს” ბოლო 15 გოლიდან ჩემპიონთა ლიგაზე, ათში მონაწილეობა ანტუან გრიზმანმა მიიღო (8 გოლი, 2 პასი).

150 – ედინსონ კავანიმ პსჟ რიგებში 150-ე გოლი “სელტიკთან” შეხვედრაში გაიტანა (216 მატჩი).

6 – ანდრეს ინიესტამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლარენს ზეედორფს გადაასწრო. ახლა “ბარსას” კაპიტანის აქტივში 126 თამაშია და ამ შედეგით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

4 – ჩესკ ფაბრეგასი მეოთხე ესპანელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 20 გოლის გატანა შეძლო (რაული 71, მორიენტესი 33, ტორესი 20, ფაბრეგასი 20).

1 –ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში გოლთან ერთად საგოლე პასი პირველად მიითვალა.

8 – იუპ ჰაინკესი პირველი გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ რვა თამაშის მოგება მოახერხა.

24 – “პარი სენ ჟერმენს” ამ დროისთვის 24 გოლი აქვს გატანილი და ეს რეკორდია. აქამდე ჯგუფურ ეტაპზე ასე შედეგიანად არცერთ გუნდს არ უთამაშია.

4 – პსჟ-მ “სელტიკთან” კარში პირველი ოთხი დარტყმიდან, ოთხი გოლის გატანა შეძლო.

13 – ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე შედეგიანად “სელტიკთან” თამაშობს: 6 გოლი, 7 საგოლე გადაცემა. ამაზე უკეთესი სტატისტიკა ბრაზილიელს სხვა გუნდების წინააღმდეგ არ აქვს.

56 – მუსა დემბელემ პსჟ-ს 56-ე წამზე გაუტანა. ეს “სელტიკის” ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე.

43 – იგორ აკინფეევმა ჩემპიონთა ლიგაზე კარი მშრალად 11 წლის შემდეგ პირველად შეინახა. რუსი კიპერის უსიამოვნო სერიამ 43 თამაში შეადგინა. სანამ, აკინფეევი “ბენფიკასთან” გოლს არ გაუშვებდა, იქამდე იგივე 2006 წლის 1 ნოემბერს, “არსენალთან” ჰქონდა გაკეთებული.

3 – “ყარაბაღმა” ბოლო სამ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. მიჯრით სამი გაძევება აქამდე მხოლოდ “ბორდოს” (2000 წელს) და “იუვენტუსის” (2001 წელს) ფეხბურთელს ჰქონიათ.

8 – ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-8 გოლი გაიტანა და ეს ბელგიელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

64 – არიენ რობენმა “ბაიერნის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 64-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ “რეკორდმაისტერის” ლეგენდას, ლოთარ მათეუსს გაუტოლდა.

22 – “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა 22-ედ მოახერხა. მადრიდელები ჯგუფში არასდროს ჩარჩენილან.

1 – “სევილიამ” “ლივერპულთან” საოცარი თამაში გადაარჩინა და 0:3-დან არ წააგო. ამით საინტერესო შედეგი შეინარჩუნა: “დალაქებს” უკვე 1 წელია საკუთარ მოედანზე არ წაუგიათ (18 მოგება, 8 ფრე). “სანჩეს პისხუანზე” ბოლოს “იუვენტუსმა” მოიგო 2016 წლის 22 ნოემბერს (1:3).

6 – “რეალმა” “აპოელი” 6:0 გაანადგურა და ეს იყო ყველა დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად (ჩემპიონთა თასზე) 1978 წლის შემდეგ. “სამეფო კლუბმა” მაშინ “პროგრესი” 7:0 გაანადგურა.

8 – ვისამ ბენ იედერი “ლივერპულთან” დუბლის შემდეგ “სევილიას” ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე. ფრანგმა ფრედერიკ კანუტეს მიღწევა გააუმჯობესა (7 გოლი).

98 – კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გუნდის მაისურით 98 გოლი დაუგროვდა და ეს რეკორდია. აქამდე პირველ ადგილზე ლიონელ მესი იყო (87 გოლი).

18 – კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 2017 წელს 18 გოლი გაიტანა. ერთ წელიწადში კი ამდენი გოლი ლიგაზე აქამდე არავის გაუტანია.

4 – “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩის პირველ ტაიმში 4 გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა.

27 – კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ათ სეზონში 27 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ამ პერიოდში საუკეთესო შედეგი სწორედ ესაა.

1 – ლუკა მოდრიჩმა “რეალში” 10-ნომრიანი მაისურით პირველი გოლი გაიტანა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

1 – “სევილიამ” ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი “ლივერპულთან” გაუშვა (1 წუთი და 28 წამი).

64 – ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე 64-ე მატჩი ჩაატარა და ხორვატ ფეხბურთელებს შორის ამ მხრივ რეკორდი დაამყარა. ლუკამ დარიო სრნას მიღწევა დაამხო (63 მატჩი).

10 – “დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგის საწყის 5 ტურში 10 გოლი ისტორიაში პირველად გაუშვა.

200 – შინჯი კაგავამ “ტოტენჰემთან” “დორტმუნდის” რიგებში მე-200 თამაში ჩაატარა.

2 – “ლაიფციგი” მეორე გერმანული გუნდია, რომელმაც პირველ ტაიმში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 4 გოლი გაიტანა. ამაზე მეტი მხოლოდ “ბაიერნმა” გაიტანა (5), როდესაც “რომა” 7:1 გაანადგურა.

37 – მარსელ შმელცერმა ევროსარბიელზე “დორტმუნდის” რიგებში 37-ე შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში. “ბორუსიას” მაისურით სასტარტო თერთმეტეულში ევროტურნირებზე მხოლოდ შტეფან როიტერი ყოფილა (43 მატჩი ძირითადში).

2 – “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგაზე მეორე წუთზე გოლი მეორედ გაიტანა. საგულისხმოა, რომ პირველად ეს სევილიაში გააკეთა, როგორც ახლა. თუმცა, 2005 წელს ფლორენ სინამა-პონოლემ მეორე სევილური გუნდი, “ბეტისი” დაამწუხრა მეორე წუთზე.

3 – “ნაპოლიმ” სამი ბურთის ხვაობით ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასზე) მეორედ გაიმარჯვა. პირველად ეს 1990 წელს მოხდა.

100 – მაურისიო პოჩეტინომ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის რანგში საიუბილეო, მეასე თამაში მოიგო. არგენტინელმა აღნიშნულ ნიშნულს 182 შეხვედრიდან უწია.

3 – “ლივერპულმა” სამბურთიანი სხვაობა “სევილიამდე” ბოლოს 2014 წლის მაისში, “კრისტალ პალასთან” გაანიავა. შეხვედრა მაშინაც 3:3 დასრულდა.

4 – “მანჩესტერ სიტის” მოთამაშე ფილ ფოდენი გახდა რიგით მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია. ფოდენი “ფეიენოორდთან” მატჩისას 17 წლისა და 177 დღის იყო. მასზე ახალგაზრდულ ასაკში ინგლისელთაგან მხოლოდ ჯეკ უილშირს, დომინიკ სოლანკესა და ენსლი ნილს უთამაშიათ.

39 – ჰარი კეინმა 2017 წელს 38 შეხვედრაში 39 გოლის გატანა მოახერხა.

4 – “მონაკომ” ყველა ტურნირის ჩათვლით საკუთარ მოედანზე 4 გოლი 2009 წლის 13 დეკემბრის შემდეგ (0:4 “ლილთან) პირველად გაუშვა.

8 – სადიო მანე “ლივერპულის” მერვე ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. არცერთ სხვა გუნდში ამდენ ფეხბურთელს თავი არ გამოუჩენია.

0.061664