ფეხბურთი

14:08 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველოს +3

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა და ასეულს მიუახლოვდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა წინა თვესთან შედარებით სამი საფეხურით მოახერხა წინსვლა და ამჟამინდელი მონაცემებით 104-ე ადგილს იკავებს. “ჯვაროსნების” აქტივში 322 ქულაა.

საქართველოს ნაკრების მეზობლად იმყოფებიან ომანი, ყატარი, ზიმბაბვე, ხოლო ჩვენს უკან ინდოეთის, ნიკარაგუას, იორდანის, მადაგასკარის, ნიგერის ნაკრებები არიან. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. კვიპროსს 1:0 მოუგო, ბელარუსთან კი ფრეს დასჯერდა – 2:2.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს: პირველ ადგილზე ისევ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიაა, რომელსაც კვალში ბრაზილია და პორტუგალია უდგანან. ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა. ესპანეთი ორი პოზიციით დაწინაურდა, ხოლო შეიცარია – სამით. სამაგიეროდ, პოზიციები დათმეს პოლონეთმა, საფრანგეთმა და ჩილემ.

ფიფას რეიტინგის ათეული:

1. გერმანია – 1602 ქულა

2. ბრაზილია – 1483 ქულა

3. პორტუგალია – 1358 ქულა

4. არგენტინა – 1348 ქულა

5. ბელგია – 1325 ქულა

6 (+2). ესპანეთი – 1231 ქულა

7 (-1). პოლონეთი – 1209 ქულა

8 (+3). შვეიცარია – 1190 ქულა

9 (-2). საფრანგეთი – 1183 ქულა

10 (-1). ჩილე – 1162 ქულა

... 104 (+3). საქართველო – 322 ქულა

რეიტინგი სრულად

ფიფას ახალი რეიტინგი დეკემბერში გამოქვეყნდება.

0.117062