კალათბურთი

12:10 | 23.11.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ზაზას 2 ქულა და მარცხი ოკლაჰომაში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “ოკლაჰომასთან” 91:108 დამარცხდა. ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო. ამ დროში ზაზამ 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “ოკლაჰომამ” თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და ოკლენდელებმა მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რასელ უესტბრუკი გახლდათ, რომელმაც 34 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. სტეფ კარიმ 24 ქულა ჩააგდო.

“გოლდენ სტეიტი” 13 მოგებით და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრაში “გოლდენ სტეიტი” შინ “ჩიკაგო ბულზს” დაუპირისპირდება, მატჩი 25 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 05.11.2017
თორღვა პანკელი (1138)

არა ერთხელ ჩაჭრა ბურთი და ერთი ჩაჭრის დროს თავადაც დაასრულა კარის წაეთამაშა მერე, ზაზა ნბა-ის ნებისმიერ გუნდში შეძლებს თამაშს და საკმაოდ პროდუქტიულიც იქნება. ზაზა რო ატლანტაში და დალასში იყო ორივემ მოახერხა ფლეიოფში გასვლა ორივეში ზაზას ლომის წილი ქონდა.

16:39 | 05.11.2017
federer (17) (15576)

ძალიან მაგარი გუნდიას გოლდენი, დურანტი და კარი ლიმიტირებულ დროში თამაშობენ ძირითადად და მოსაგებს მაინც იოლად იგებენ
10 თამაშში თუ დაიტვირთებიან 40 წუთამდე თორე დალშე 32-33 წუთზე მეტს არ ითამაშებენ სეზონის ბოლომდეე

16:37 | 05.11.2017
federer (17) (15576)

იმ დროში რაც ზაზას ეძლევა საკმაოდ კარგად თამაშობს ზაზა წინა თამაშებშიც პროდუქტიული იყოო 1-2 თამაშის გარდაა

13:23 | 05.11.2017
sabonis (9584)

დადგა ყველაფერი თავის ადგილას.D

12:16 | 05.11.2017
geogreece (9768)

მეორე ბეჭედს დაირჭობს თითზე ზაზა

12:07 | 05.11.2017
ზიდანი (55)

შევიდა გოლდენი ფორმაში

0.067615