ფეხბურთი

10:55 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგორ აკინფეევის 11-წლიანი სერია დასრულდა

მოსკოვის ცსკა-ს მეკარემ იგორ იაკინფეევმა ერთობ უსიამოვნო სერია როგორც იქნა დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლი არ გაუშვა. გუშინ, რუსულმა გუნდმა ლისაბონის “ბენფიკა” 2:0 დაამარცხა და ეს იყო ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველი თამაში ლიგაზე, რომელშიც აკინფეევმა კარი მშრალად შეინახა.

უნდა აღინიშნოს, რომ იგორი ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდსმენია – მან ლიგაზე ზედიზედ 43 მატჩის განმავლობაში ვერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

“ბენფიკამდე” იგივე ბოლოს აკინფეევმა 2006 წლის 1 ნოემბერს, “არსენალთან” შეხვედრაში შეძლო. მაშინ, რუსული გუნდის კარს ტიერი ანრი და რობინ ვან პერსი უტევდნენ, თუმცა უშედეგოდ...

0.119511