უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღემ მხოლოდ ერთი მერვედფინალისტის ვინაობა გაარკვია. ბოლო ტურის წინ პლეი-ოფში თამაში ლონდონის “ჩელსიმ” გაიფორმა და სხვა გუნდებს შეუერთდა. დანარჩენს კი მეექვს ტური გაარკვევს.
A ჯგუფი
“მანჩესტერ იუნაიტედი” პირველად დამარცხდა მიმდინარე სეზონში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჟოზე მოურინიოს გუნდმა ქვეჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად მოიპოვა. “წითელ ეშმაკებს” შვეიცარიის ჩემპიონ “ბაზელთან” არანაირი მოტივაცია არ გააჩნდათ და ალბათ ამიტომაც იყო, რომ დიდად თავი არ გამოუდიათ. “ბაზელს” კი ძალიან სჭირდებოდა სამი ქულა და მოიპოვა კიდეც. ლანგის 89-ე წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა. “მანჩესტერის” რიგებში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ითამაშა და რეკორდი დაამყარა. შვედი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 7 გუნდის შემადგენლობაში ერთხელ მაინც ითამაშა.
ამავე ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში მასპინძელმა მოიგო. ცსკა-მ “ბენფიკაც” ადვილად აჯობა. პორტუგალიის ჩემპიონი 5 წაგებით ბოლო ადგილზეა და დიდი ხანია “ბენფიკას” ლიგაზე ასე უსახურად არ უთამაშია. თავის მხრივ, რუსებმა მნიშვნელოვანი და საჭირო 3 ქულა აიღეს. აღვნიშნოთ, რომ იგორ აკინფეევმა გოლი არ გაუშვა. რუს კიპერს ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე კარი მშრალად 2006 წლის 1 ნოემბერს ჰქონდა შენახული. 44-მატჩიანი და 11-წლიანი ლოდინი აკინფეევმა წარსულს ჩააბარა.
სატურნირო ცხრილში კი “მანჩესტერი” ლიდერობს და მისი პოზიცია ურყევია. ისევე, როგორც “ბენფიკას”, რომელსაც 0 ქულა აქვს და ბუნებრივია მეოთხე ადგილს ვეღარ მოშორდება. აი, ცსკა-ს და “ბაზელს” კი 9-9 ქულა აქვთ. თუმცა უპირატესობას შვეიცარიის ჩემპიონი ფლობს, რადგან ურთიერთშეხვედრებში უკეთ ითამაშა. თან, “ბაზელი” ბოლო ტურში “ბენფიკას” ეთამაშება, მაშინ, როცა ცსკა მანჩესტერში ჩადის.
ცსკა – “ბენფიკა” 2:0 (1:0) VIDEO
მოსკოვი, “VEB არენა”
მაყურებელი: 27 709
ცსკა (3-4-3): აკინფეევი; ვ. ბერეზუცკი, ვასინი, იგნაშევიჩი; მარიო ფერნანდესი, ნათხო, გოლოვინი, შენიკოვი (ნაბაბკინი 50); ვიტინიო (კუჩაევი 77), ვერნბლუმი, ძაგოევი (გორდიუშენკო 84)
მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო
“ბენფიკა” (4-3-3): ვარელა; ალმეიდა, ჟარდელი, ლუიზაო, ელიზეუ (ჟივკოვიჩი 83); პიცი, ფეისა, აუგუსტო (ხიმენესი 58); სალვიო, ჟონასი, გონსალვეში (ჩერვი 46)
მწვრთნელი: რუი ვიტორია
გოლები: 1:0 შენიკოვი (13), 2:0 ჟარდელი (56, ა.გ)
გაფრთხილება: ვერნბლუმი (39), ნაბაბკინი (70), ნათხო (72) – ელიზეუ (31), ლუიზაო (61)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 7 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)
“ბაზელი” – “მანჩესტერი” 1:0 (0:0) VIDEO
ბაზელი, “სენტ იაკობს პარკი”
მაყურებელი: 36 000
“ბაზელი” (3-4-3): ვაცლიკი; აკანჯი, სუხი, ბალანტა; ლანგი, სერეი დიე (ფრანსონი 80), ზუფი, პეტრეტა; სტეფენი, ობერლინი, ელიუნუსი
მწვრთნელი: რაფაელ ვიკი
“მანჩესტერი” (4-2-3-1): რომერო; დარმიანი, სმოლინგი, როხო, ბლინდი; ფელაინი, ერერა; ლინგარდი (რეშფორდი 63), პოგბა (მატიჩი 66), მარსიალი (იბრაჰიმოვიჩი 74); ლუკაკუ
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლი: 1:0 ლანგი (89)
გაფრთხილება: დარმიანი (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 12 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
B ჯგუფი
აქ დიდი ხანია ყველაფერი გარკვეულია. მოულოდნელობებიც არ მომხდარა. ერთი ეგაა, ბრიუსელში, “ანდერლეხტმა” ოდნავი წინააღმდეგობა მაინც გაუწია “ბაიერნს”, რომელმაც მატჩის მიწურულს მოახერხა ბელგიის ჩემპიონის ძლევა. იუპ ჰაინკესი კი გახდა პირველი გერმანელი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 8 შეხვედრის მოგება მოახერხა.
თავის მხრივ პსჟ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 24(!) გოლის გატანა შეძლო. მართლაც ფანტასტიკური მაჩვენებელია და თან, უნაი ემერის გუნდს ერთი თამაში კიდევ ჩასატარებელი აქვთ. პარიზელებმა ამჯერად გლაზგოს “სელტიკი” დაიბრიყვეს – 7:1... არადა, შოტლანდიელებმა 56-ე წამზე მოახერხეს გოლის გატანა, მაგრამ მერე საჯარიმოს ვეღარ მოსცდილნენ.
პსჟ ლიდერია და ბოლო ტურში “ბაიერნთან” თუ სამ ბურთზე მეტი სხვაობით არ წააგებს, პლეი-ოფში ლიდერის რანგში გავა. ევროპა ლიგის საგზურთან კი “სელტიკია” ახლოს, რომელმაც შინ ასევე სამბურთიანი სხვაობით არ უნდა წააგოს.
“პარი სენ ჟერმენი” – “სელტიკი” 7:1 (4:1) VIDEO
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
მაყურებელი: 46 288
“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; ვერატი (ლო სელსო 76), რაბიო, დრაქსლერი (პასტორე 67); მბაპე (დი მარია 76), კავანი, ნეიმარი
მწვრთნელი: უნაი ემერი
“სელტიკი” (4-4-1-1): გორდონი; ლუსტიგი (ბიტონი 13), ბოიატა, სიმუნოვიჩი, ტიერნი; ფორესტი, ბრაუნი, ნტჩამი (ებუე 69), მაკგრეგორი; როგიჩი; დემბელე (გრიფიტსი 77)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 0:1 დემბელე (1), 1:1 ნეიმარი (9), 2:1 ნეიმარი (22), 3:1 კავანი, 4:1 მბაპე (35), 5:1 ვერატი (75), 6:1 კავანი (79), 7:1 დანი ალვეში (80)
გაფრთხილება: სიმუნოვიჩი (35), ბიტონი (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (10) – 5 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)
“ანდერლეხტი” – “ბაიერნი” 1:2 (0:0) VIDEO
ბრიუსელი, “ვანდენ ბოკი”
მაყურებელი: 19 753
“ანდერლეხტი” (4-3-3): სელსი; აპია, სპაჰიჩი, მბოჯი, დეშახტი; კუმსი, ტრიბელი, დენდოკერი; გერკენსი (ონიეკურუ 65), ტეოდორშიკი (ჰარბუი 82), ჰანი (ბრუნო 71)
მწვრთნელი: იან ვანჰაეზბრუკი
“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ზულე, ფრიდლი; ტოლისო, რუდი, ვიდალი (ჰუმელსი 87); რობენი (ხავი მარტინესი 48), ლევანდოვსკი, ტიაგო ალკანტარა (ხამესი 44)
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (51), 1:1 ჰანი (63), 1:2 ტოლისო (77)
გაფრთხილება: სპაჰიჩი (47), დენდოკერი (83) – ბოატენგი (61), ლევანდოვსკი (63), ულრაიხი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 13 (6) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)
C ჯგუფი
ლონდონის “ჩელსი” ბაქოში ჩავიდა და ძალზე ადვილად მოიგო – 4:0. ამ მოგებამ კი ანტონიო კონტეს გუნდს მერვედფინალის საგზური გაუფორმა. “არისტოკრატებმა” ჯერჯერობით პირველი ადგილი ვერ გაიფორმეს, მაგრამ ამისთვის ბოლო ტურში “ატლეტიკოსთან” გამარჯვება იქნება საჭირო.
იმ “ატლეტიკოსთან”, რომელმაც ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. დიეგო სიმეონეს გუნდმა “რომა” დაამარცხა შინ (2:0) და მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოიგო. და მაინც, “როხიბლანკოს” შანსი ძალზე მცირეა – თვითონ ლონდონში უნდა მოიგოს, და “რომამ” საკუთარ მოედანზე “ყარაბაღი” ვერ უნდა დაამარცხოს...
“ყარაბაღი” – “ჩელსი” 0:4 (0:2) VIDEO
ბაქო, “ოლიმპიური სტადიონი”
მაყურებელი: 67 100
“ყარაბაღი” (4-2-3-1): შეჰიჩი; მედვედევი, სადიგოვი, რჟენჩინაკი, აგოლი; ალმეიდა, გარაიევი; გუერიე (იუნუსზადე 81), მიჩელი, მადატოვი (დინიევი 46); ნდლოვუ (კინტანა 85)
მწვრთნელი: გურბან გურბანოვი
“ჩელსი” (3-5-2): კურტუა; ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, რუდიგერი; ძაპაკოსტა, ფაბრეგასი, კანტე (დრინკუოთერი 75), ვილიანი, ალონსო (კეჰილი 58); პედრო, აზარი (მორატა 65)
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლები: 0:1 აზარი (21, პენ), 0:2 ვილიანი (36), 0:3 ფაბრეგასი (73, პენ), 0:4 ვილიანი (85)
გაფრთხილება: რჟენჩინაკი (41), მედვედევი (71) – ალონსო (53)
გაძევება: სადიგოვი (19)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 15 (10) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: მანუელ დე სოუსა (პორტუგალია)
“ატლეტიკო” – “რომა” 2:0 (0:0) VIDEO
მადრიდი, “ვანდა მეტროპოლიტანო”
მაყურებელი: 56 253
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ტომასი, ხიმენესი, ერნანდესი, ფილიპე ლუისი; კოკე (გაბი 63), ფერნანდესი (კორეა 58), საულ ნიგეზი, ფერეირა-კარასკო (გამეირო 67); გრიზმანი, ტორესი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; პელეგრინი (სტროტმანი 62), გონალონსი (ელ შაარავი 78), ნაინგოლანი; ჟერსონი (დეფრელი 70), ჯეკო, პეროტი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 გრიზმანი (69), 2:0 გამეირო (85)
გაფრთხილება: ფილიპე ლუისი (61) - მანოლასი (7), ბრუნო პერესი (63, 83)
გაძევება: ბრუნო პერესი (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 4 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
D ჯგუფი
კატალონიის “ბარსელონამ” ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ერნესტო ვალვერდემ “იუვენტუსთან” ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, თუმცა, იტალიიდან სასურველი ქულა მაინც წამოიღო. დიდად თვალსასეირო თამაში არ ყოფილა “ალიანც სთედიუმზე”. ჩანდა, რომ ორივე გუნდი ქულით კმაყოფილი გახლდათ. ისე, უცნაურია, თუ ამ ფრემ “ბარსას” პირველი ადგილი გაუფორმა, “იუვენტუსისთვის” არაფერი მიუცია და ბოლო ტურში “ოლიმპიაკოსის” ძლევაზე მოუწევს ფიქრი... სხვათა შორის, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე 0:0 ზედიზედ მეორედ ითამაშა და ასეთი რამ მის ისტორიაში პირველად მოხდა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ლისაბონის “სპორტინგმა” ადვილად აჯობა “ოლიმპიაკოსს” და მერვედფინალის იმედი დაიტოვა. პორტუგალიელებს პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ასეთი სცენარი დასჭირდებათ: თვითონ უნდა მოიგონ “კამპ ნოუზე” და “იუვენტუსმა” ათენში ქულები უნდა დაკარგოს.
“სპორტინგი” – “ოლიმპიაკოსი” 3:1 (2:0) VIDEO
ლისაბონი, ჟოზე ალვალადე”
მაყურებელი: 42 528
“სპორტინგი” (4-2-3-1): რუი პატრისიუ; პიჩინი (რისტოვსკი 85), პინტუ, მატიე (ფიგუერედო 77), კოენტრაუ; ბატალია, კარვალიო; ჟელსონი, ბრუნო ფერნანდეში, ბრუნო სეზარი (მატეუსი 90); დოსტი
მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი
“ოლიმპიაკოსი” (4-3-3): პროტო; ფიგერაში, ბოტია, ენგელსი, კუტრისი; ჟილე, რომაო, ტაკჩიდისი (ოჯიჯა-ოფოე 65); პარდო, ფორტუნისი (ჯურჯევიჩი 57), კარსელა-გონსალესი (სება 46)
მწვრთნელი: ტაკის ლემონისი
გოლები: 1:0 დოსტი (40), 2:0 ბრუნო სეზარი (43), 3:0 დოსტი (66), 3:1 ოჯიჯა-ოფოე (86)
გაფრთხილება: კარვალიო (9), პინტუ (64), ჟელსონი (81), კოენტრაუ (87) – ფიგერაში (33), კუტრისი (54), პარდო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 5 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)
“იუვენტუსი” – “ბარსელონა” 0:0 (0:0) VIDEO
ტურინი, “ალიანც სთედიუმი”
მაყურებელი: 40 876
“იუვენტუსი” (3-4-3): ბუფონი; ბარძალი, ბენატია, რუგანი; კუადრადო (მარკიზიო 71), პიანიჩი (ბენტანკური 66), ხედირა, ალექს სანდრო; დუგლას კოშტა (მატუიდი 85), იგუაინი, დიბალა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, დინიე; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (ჟორდი ალბა 82); დეულოფეუ (მესი 56), სუარესი, პაულინიო
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გაფრთხილება: პიანიჩი (21), ალექს სანდრო (72) – პაულინიო (30), დინიე (87), პიკე (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 8 (2) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)