ავტოსპორტი

2:53 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ავარია მაკაოს დიდი პრიზის რბოლისას (+VIDEO)

სამხრეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ მაკაოში, სეზონის ბოლოს, ტრადიციულად მაკაოს დიდი პრიზის რბოლები იმართება ხოლმე. იქ რბოლა პრესტიჟულია და რთული, რადგან ვიწრო ქუჩები შეცდომებს არავის პატიობს. იქ ხშირად ხდება მასობრივი ავარიები. მაგრამ ის რაც გასულ უქმეებზე მოხდა, ყველა ზღვარს გასცდა - შუა რბოლისას მომხდარმა ინციდენტმა, ერთბაშად 16 ავტომობილი შეიწირა.

ეს ავარია FIA-ს GT-ს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო რბოლისას მოხდა. მეოთხე პოზიციაზე მყოფი „მერსედეს-AMG GT3“ კედელს დაეჯახა. მის უკან მომავალმა კიდევ ერთმა AMG GT3-მა გვერდის ავლა შეძლო, მაგრამ მომდევნო ავტომობილის პილოტმა რეაგირება ვეღარ მოასწრო. მოხდა შეჯახება, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა და მომდევნო 15 მანქანა თავის წინ მყოფს დაეჯახა. ვიწრო გზა წამში ჩაიხერგა. რბოლა შეწყდა.

მანქანებისგან განსხვავებით, ბედად არავინ დაშავებულა - ტრასის იმ მონაკვეთში სიჩქარე შედარებით მცირეა. სამაგიეროდ, ინციდენტში ჩართული 16 მანქანიდან, მხოლოდ ოთხმა შეძლო ტრასაზე დაბრუნება. ამას დავუმატოთ ის ოთხი მანქანა, რომლებმაც ავარიას „გაასწრეს“ და საერთო ჯამში, რბოლის სტარტზე თავი მხოლოდ რვა მანქანა, მოიყარა. მთავარია, რომ არავინ დაშავებულა!

0.090564