ფეხბურთი

20:30 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” – დასანანი დამშვიდობება

“საბურთალო” უეფას ახალგაზრდულ ლიგას გამოეთიშა. თურქული “ბურსასფორის” ძლევის შემდეგ, რევაზ გოცირიძის გუნდს სერბული “ბროდარაცი” ერგო მეტოქედ. გასვლითი 1:1-ს შემდეგ, ქართველთა შანსები თითქოს ურიგო არ იყო, მაგრამ საბოლოოდ, გავვარდით – შინ 2:2.

ალექს პეიჩმა პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში, მეორეში უროს ლუკიჩმა ორამდე გაზარდა სხვაობა და ქართველებს უკვე სამი გოლის გატანა მართებდათ შემდგომ ეტაპზე გასასვლელად... სამი ვერა, მაგრამ ორი მოახერხა გოცირიძის გუნდმა და ცოტაღა დააკლდა: იური ტაბატაძის პასით, გიორგი კოხრეიძემ შეამცირა სხვაობა – 1:2.

ბოლოს კი, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე თავად ტაბატაძემ მიითვალა გოლი და 2:2. სამწუხაროდ, ასე გავვარდით: სერბებმა სტუმრად მეტი გაიტანეს, ვიდრე ჩვენ...

მაინც, წარუმატებელი არ ეთქმის საბურთალოელთა გამოსვლას. გუნდმა ერთი ეტაპი გადალახა და მეორეშიც ბოლომდე იბრძოლა.

გაისად, უეფას ახალგაზრდულ ლიგაში, სავარაუდოდ, თბილისის “დინამო” ითამაშებს. დინამოელები ახლოს არიან საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონობასთან.

თბილისი. მიხეილ მესხი

უეფას ახალგაზრდული ლიგა. მეორე ეტაპი. მეორე მატჩი

საბურთალო (საქართველო) – ბროდარაცი (სერბეთი) 2:2 (0:1)

საბურთალო: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა (ჯავახიშვილი 68), ფურცელაძე, ნიკოლაშვილი, კოხრეიძე, კაპანაძე (ტაბატაძე 68), ივანიაძე (ტოკლიკიშვილი 79), გულიაშვილი

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

ბროდარაცი: ზდრავკოვიჩი, დურიჩი, ჯოკოვიჩი, ივანჩევიჩი, მიტროვიჩი, პეიჩი, კოჯიჩი, ტოსესკი (ვ.ლუკიჩი 73), კოჩიჩი, უ.ლუკიჩი (იაკოვლევიჩი 83), ბაბოვიჩი (მილუნოვიჩი 87)

მწვრთნელი: ჟელკო კალაიჯიჩი

გოლები: 0:1 პეიჩი (20), 0:2 ლუკიჩი (58), 1:2 კოხრეიძე (79), 2:@ ტაბატაძე (90+3)

გაფრთხილება: ჯინჯოლავა, ნიკოლაშვილი, ხარაიშვილი, ნიკოლაშვილი – კოჯიჩი, კოჩიჩი, ვ.ლუკიჩი,

გაძევება: ნიკოლაშვილი (90+3) – ივანჩევიჩი (90+3)

მსაჯი: პაშაევი (აზერბაიჯანი)

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112541