საქართველოს 15-წლამდელთა ლიგის სეზონი დასრულდა. ჩემპიონი გახდა თბილისის “დინამო”, რომელმაც ორი ქულით გაუსწრო ერთადერთ კონკურენტ ‘საბურთალოს”.
ათგუნდიანი “ოქროს ჯგუფის” ბოლო ტურში დინამოელებმა (მწვრთნელი – ვახტანგ იაგორაშვილი) 2:0 მოუგეს გორის “დილას”.
15-წლამდელთა ლიგა შარშანაც “დინამომ” მოიგო. მაშინ ფინალში 4:0 სძლია სფფ აკადემიას.