კალათბურთი

17:16 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შიო ხეცურიანის პროგრამის პრეზენტაცია რედისონში

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა სასტუმრო რედისონში, საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები, ჟურნალისტები და საპატიო სტუმრები, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ხეცურიანმა განიხილა ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მომავალი 10 წლის განმავლობაში გეგმავს.

ძირითადი მიზანი არის მასობრიობა და კალათბურთის განვითარება. “ვაქციოთ კალათბურთი ცხოვრების წესად” – სწორედ ეს არის პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარი სლოგანი.

მან ასევე მოახლოებულ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ყველა პირობა უნდა შეიქმნას იმისათვის, არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარდეს.

პრეზენტაციის მიწურულს შიო ხეცურიანმა ყველა მის პარტნიორს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა 11 თვის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული გეგმა წარადგინა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.

0.181369