23 ნოემბერს, პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში გაიმართება კონტინენტის ონლაინ ჩემპიონატი სკოლებს შორის 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. თითოეულ სკოლის გუნდის შემადგენლობაში 2 გოგონა და 2 ჭაბუკი მონაწილეობს.
ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას დაიცავს ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის V საჯარო სკოლის გუნდი.
გუნდის შემადგენლობა: აკაკი ყალიჩავა, გიორგი თადუმაძე, ელენე წოწონავა და ნია დანელია.მწვრთნელი დავით კოდუა.
ჩემპიონატი ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით და ეროვნული ფედერაციების მხარდაჭერით ტარდება.
gcf.org.ge