თამაშგარე

12:38 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია ბექჰემს ხელში კვლავ მიკროფონი დააჭერინეს

ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცი, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში უზომოდ პოპულარული ბრიტანული ქალთა ჯგუფი “სპაის გერლზი“ შეიძლება აღდგენილიყო. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ბრიტანეთის ბულვარული მედია გამუდმებით წერდა.

ჯგუფის აღდგენას მაშინ ხელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის კაპარჩხანა ცოლმა, ვიქტორია ადამს-ბექჰემაა შეუშალა, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი ბიზნესისთვის ჰქონდა მისახედი და არც დრო და არც სურვილი არ ჰქონდა ხელში კვლავ მიკროფონი აეღო.

ახლა კი, როგორც ჩანს, ვიქტორიამაც შეიცვალა თავისი შეხედულება და ინგლისური ტაბლოიდების ინფორმაციით, ლონდონში გამართულ გრანდიოზულ საახალწლო შოუში მონაწილეობას “სპაისებიც“ მიიღებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბრიტთა ქვეყანაში კვლავ დაუბერავს 90-იანი წლების უცნაური სურნელი.

0.131627