ფეხბურთი

10:47 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ივან რაკიტიჩი: "მზად ვარ, ბუფონს მუნდიალზე ჩემი ადგილი დავუთმო"

კატალონური “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ჯანლუიჯი ბუფონის მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზადაა, მისი ადგილი დაუთმოს მუნდიალზე.

ამის შესახებ რაკიტიჩმა “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“ჩვენ ვითამაშებთ ულამაზეს სტადიონზე, რომელიც ნამდვილად მოგვწონს. შარშან “იუვენტუსმა” ფინალში დამსახურებულად ითამაშა, თუმცა ახლა ჩვენი მიზანი ყველა ტურნირში გამარჯვებაა, სადაც ვთამაშობთ. “იუვემ” რამდენიმე ქულა დაკარგა ჩემპიონატში, თუმცა ეს ნიშნავს, რომ დასუსტდა.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ნამდვილად არ მჯერა, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორც ჯანლუიჯი ბუფონია, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს. აუტანელი იყო იმისა ყურება, თუ როგორ ტიროდა, ნამდვილად არ მქონდა ამაზე სიტყვები. მზად ვარ, რომ ჯიჯის ჩემი ადგილი დავუთმო მუნდიალზე”, - განაცხადა რაკიტიჩმა.

ხორვატი ფეხბურთელის აღნიშნულ განცხადებას ბუფონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ივანს მადლობა გადაუხადა:

“ძვირფასო ივა რაკიტიჩ, მე ჯერ კიდევ შემიძლია ვითამაშო მეკარის პოზიციაზე, მაგრამ ხორვატიის ნაკრებში ნახევარმცველად თამაში არმგონია კარგი იდეა იყოს. შენი სიტყვები ჩემთვის დიდი საჩუქარია. მადლობა შენ და ჟორდი ალბას თბილი სიტყვებისთვის, ჩემი მაისურები გელოდებათ”, - დაწერა ბუფონმა.

“იუვენტუსი” – “ბარსელონას” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.124729