ფეხბურთი

19:12 | 21.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფედიჩკინი: “რამდენიმე წელიწადში, ბათუმს ევროსტანდარტების მქონე სტადიონი ექნება”

ბათუმის “დინამოს” დირექტორი ოთარ ფედიჩკინი ქალაქში სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებულ ამბავს ეხმაურება.

სტადიონის ტენდერი შედგა და გამარჯვებული კომპანიის ვინაობა ხუთ დღეში გაირკვევა. ტენდერი 101 700 000 ლარზე გამოცხადდა დღგ-ის გარეშე.

“მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსებს არ სჯეროდათ ბათუმში სტადიონის აშენების, ტენდერი დასრულდა! ეს კი თავისთავად მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენს ქალაქს ექნება ევროსტანდარტების სტადიონი რამდენიმე წელიწადში” – წერს ოთარ ფედიჩკინი სოციალურ ქსელში.

0.117546