ფეხბურთი

17:16 | 21.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავის" ჩემპიონობა და ინტრიგა ლიგა 2-ში

ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა "რუსთავმა" ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში 2:0 სძლია "ვიტ ჯორჯიას" და ეროვნული ლიგა1-ის საგზური გაინაღდა. ვიტელებთან გოლები დათა სიჭინავამ და ზაზა ციცქიშვილმა გაიტანეს. სიჭინავასთვის ეს 30-ე გოლია სეზონში - ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

მეორეადგილოსანი მარტვილის "მერანი" ფოთის "კოლხეთს" შეხვდება პლეი ოფში, ხოლო მესამეადგილოსანი ბოლნისის "სიონი" ბათუმის "დინამოსთან" იბრძოლებს.

გაგრა - მეშახტე 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 ქანთარია (19), 2:0 ხინთიბიძე (57), 3:0 კახიანი (72), 3:1 გიორგი ე.ტყეშელაშვილი (82), 4:1 გაფრინდაშვილი (86)

ზუგდიდი - ცხინვალი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კირსანოვი (28), 1:1 მათიაშვილი (78)

გურია - სიონი 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბაკურაძე (8), 2:0 კიკნაველიძე (30), 3:0 რომანი (49), 3:1 მანაგაძე (72), 4:1 დუდუჩავა (78), 5:1 წერეთელი (88)

გაძევება: ნოზაძე (26, სიონი)

რუსთავი - ვიტ ჯორჯია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სიჭინავა (18), 2:0 ციცქიშვილი (61)

სამგურალი - მერანი 0:0

ბოლო ტურში ინტრიგა დარჩა. ცხრილის ქვედა ზონაშია ამბები... ტური 25 ნოემბერს გაიმართება და ყველა მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

მეშახტე - რუსთავი, ვიტ ჯორჯია - გურია, სიონი - სამგურალი, მერანი - ზუგდიდი, ცხინვალი - გაგრა.

ბოლო ადგილზე ვინც გავა, პირდაპირ ვარდება. ეს ან "ზუგდიდი" იქნება, ან ტყიბულის "მეშახტე". ზუგდიდელებს გადარჩენის უკეთესი შანსი აქვთ, რადგან ერთი ქულით უსწრებენ კონკურენტს. თანაბარი ქულები რომ დააგროვონ, მაინც ზუგდიდელები იქნებიან წინ, რადგან ურთიერთშეხვედრებში ჯობნიან ტყიბულელებს.

ბრძოლა მიმდინარეობს მეშვიდე ადგილისთვისაც. ან "ცხინვალი", ან "გურია". ჯერჯერობით, ამ გუნდებს 37-37 ქულა აქვთ, ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობა "ცხინვალს" აქვს. ასე რომ, ბოლო ტურში "გაგრას" თუ მოუგებენ, მეშვიდეზე გავლენ და პლეი ოფს თავიდან აიცილებენ.

ვაჟა მათიაშვილის დღევანდელმა გოლმა, რომელიც "ზუგდიდი-"ცხინვალის" 78-ე წუთზე გავიდა, უფრო დაძაბა მდგომარეობა. რომ არა ეს გოლი, ზუგდიდელები მეცხრე ადგილს გაინაღდებდნენ, ხოლო "ცხინვალის" მდგომარეობა დამძიმდებოდა და "გურიას" უკეთ ექნებოდა საქმე.

შეგახსენებთ, მერვე და მეცხრე ადგილებზე გასულები ლიგა 3-ის მეორე და მესამეადგილოსნებს ეთამაშებიან: "ნორჩ დინამოსა" და "თელავს".

0.1124