ფეხბურთი

16:15 | 21.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავი" ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა

ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა "რუსთავმა" ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში 2:0 სძლია "ვიტ ჯორჯიას" და ეროვნული ლიგა 1-ის საგზური გაინაღდა. ვიტელებთან გოლები დათა სიჭინავამ და ზაზა ციცქიშვილმა გაიტანეს. სიჭინავასთვის ეს 30-ე გოლია სეზონში - ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

რუსთაველებმა მშვენივრად ჩაატარეს სეზონის მეორე ნახევარი და მარტვილის "მერანს", რომელიც დიდხანს ლიდერობდა, მაინც გადაასწრეს.

როგორც შევიტყვეთ, რუსთავში ძლიერი გუნდის გაკეთებას აპირებენ. ისეთი გუნდის, რომელიც პირველივე სეზონში ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძოლებს.

0.112598