იტალიური “მილანი”, შესაძლოა, უეფას ტურნირებიდან მოკვეთონ. როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, “როსონერი” ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაშია შემჩნეული და თუ ბრალი დაუმტიცდა, ან ფინანსურად დაჯარიმდება, ანაც ევროსარბიელიდან დისკვალიფიკაციით.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ “მილანის” აღმასრულებელი დირექტორი მარკო ფასონე ნიონში იმყოფებოდა, თუმცა წყაროს ცნობით, უეფას მაღალჩინოსნები ვერ დაარწმუნა სიმართლეში. გარდა ამისა, იტალიური გრანდი ფინანსური პრობლემების გადაჭრას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით გეგმავდა, მაგრამ დღევანდელი მდგომაროებით ამისგან ძალზე შორსაა.
“მილანი” მეშვიდე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 11 ქულა აშორებს. აქვე გეტყვით, რომ ლომბარდიელებმა ბოლოს ლიგაზე 2013-2014 წლების სეზონში ითამაშეს, წელს კი ევროპა ლიგაზე ასპარეზობენ.