ნოემბრის ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილი.
აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოჩინოშინიმ დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტამავაშისთან ოშიტაოშით წააგო, მისი მომდევნო მეტოქე კი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა შოჰოძანი იქნება.
დაუმარცხებლად ასპარეზობენ იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ და ოძეკი კისენოსატო, ხოლო იოკოძუნა ჰარუმაფუჯი უკვე მეორედ დამარცხდა – ამჯერად, აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტოჩიოძანთან.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მე-2 მარცხი განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა, რომელსაც დასავლეთის მე-5 ნომერი აქვს მიკუთვნებული, აღმოსავლეთის მე-8 ნომერ დაიდოსთან ჰატაკიკომით წააგო.