სანამ საროს ფოთლები გასცვენია და სანამ ილაჯი გვაქვს, არ უნდა დავიზაროთ ფიქრი არგენტინელი ვეტერანი ფეხბურთელის, სანტიაგო სოლარის დაზე, ფოტომოდელ ლიზ სოლარიზე, რომელიც დღენიადაგ იღწვის პოპულარობისათვის და ჰაი ჰაი რომ გამოსდის კიდეც...
ამასწინათ, ლიზ სოლარიმ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაგეგმილი ფოტოსესიის წინ განაცხადა, რომ არგენტინაში მას ავიწროვებენ, რადგან ბევრს შურს ლიზიკოს წარმატებები და ყველა ჩასაფრებულია, როდის გადაუბრუნდება ის კოხტა ფეხი, რომ კვანტი დაუდოს.
რამდენად გულწრფელია სანტიაგოს დაიკო - მოდით ეს მის გულისთქმას მივანდოთ, თუმცა როდესაც ადამიანს წუწუნი მოუხშირდება და ყველგან მტერი და დუშმანი ელანდება, უკვე საფიქრებელია, რომ წლებმა თავისი მუხთალი ხელი დაატყო და არავის უნდა გაგვიკვირდეს, მალე “ერის გარყვნაზე“ და “მასონების“ შემოსევაზე“ თუ დაიწყებს მოთქმას.