ისტორია

9:55 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

21 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1950. დაიბადა ალბერტო ხუანტორენა. კუბელი მძლეოსანი. ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე 400 და 800 მეტრზე გარბენი მოიგო. 800 მეტრი გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო. ეს 1976 წელს, მონრეალში მოხდა. 1977 წელს დიუსელდორფის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე დისტანციაზე პირველობა მოიპოვა. 1973 წლის მსოფლიო უნივესიადის ჩემპიონი. მონაწილეობდა 1972 და 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც. მოსკოვის ოლიმპიადაზე 400 მეტრზე რბენაში მეოთხე ადგილი დაიკავა. გულშემატკივრებმა “ელ კაბალიო” (ცხენი) შეარქვეს. ალბერტო ხუანტორენა კუბის სპორტის მინისტრის მოადგილედ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902. ამერიკულ ფეხბურთში პირველად ჩატარდა ღამის მატჩი. “ფილადელფია ატლეტიკზმა” “კანავეოლა” 39:0 დაამარცხა.
1905. ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი მატჩი ჩატარდა.
1937. გერმანიის საფეხბურთო ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა ჰელმუტ შიონმა. სულ მან 16 სანაკრებო შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. მოგვიანებით შიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს 2 ათეულ წელზე მეტხანს წვრთნიდა და გუნდს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოაგებინა.
1947. ბილ ლონგსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ლუი ტეცი დაამარცხა და მოჭიდავეთა ეროვნული ასოციაციის (NWA) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1961. თბილისის “დინამომ” ჰავანაში კუბის ნაკრებს 6:0 მოუგო. გოლები ვლადიმერ ბარქაიამ (2), შოთა იამანიძემ (2), ზაურ კალოევმა და ილია დათუნაშვილმა გაიტანეს. ”დინამო” (გუნდს ავთანდილ ღოღობერიძე წვრთნიდა): კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაძე, მელაშვილი (სმირნოვი). ბარქაია. კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი.
1968. თბილისის ”დინამომ” თეირანის ნაკრებს 3:1 მოუგო. მატჩი საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა. ქართველთაგან გოლები სლავა მეტრეველმა (2) და გოჩა გავაშელმა გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე (გოგია), პეტრიაშვილი, კანთელაძე, რეხვიაშვილი, ჭოხონელიძე, გ. სიჭინავა (ძოძუაშვილი), კუტივაძე, ასათიანი (ილიადი), მეტრეველი, გ. ნოდია (ლ. ნოდია), გავაშელი. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.
1971. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, “ნიუ იორკ რეინჯერსი” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პირველ პერიოდში 8 შაიბის გატანა მოახერხა.
1992. შვედმა მოცურავე იან კარლსონმა 50 მეტრზე ბატერფლაის სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (23.80).
1992. შვედმა მოცურავე ლუიზ კარლსონმა ქალთა შორის 50 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (31.19).
1992. ფინელმა მოცურავე იანი სიევინენმა 100 მეტრზე ბრასის სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (53.78).
2004. 19 ნოემბერს დეტროიტში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩის დროს მომხდარი უწესრიგობების გამო ლიგის ხელმძღვანელობამ “პისტონზისა” და “ინდიანა პეისერზის” მოთამაშეებს სხვადასხვავადიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ინდიანელი რონ არტესტს სეზონის ბოლომდე აუკრძალეს ასპარეზობა. მის თანაგუნდელებს სტივენ ჯექსონსა და ჯერმეინ ო’ნილს შესაბამისად 30 და 25 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. “დეტრიოტის” მეფარე ბენ უოლესი 6 მატჩით დასაჯეს, ენტონი ჯონსონი – ხუთით.
2005. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბების “დეტროიტ რედ უინგზისა” და “ნეშვილ პრედეიტორზის” მატჩის პირველი პერიოდის დროს სათადარიგოთა სკამზე კოლაპსში ჩავარდა დეტროიტელთა ვარსკვლავი ირჟი ფიშერი. მატჩი შეწყდა. მოგვიანებით ექიმებმა ფიშერის გონზე მოყვანა შეძლეს.
2006. ნოემბრის ბაშოზე, ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ (ლევან ცაგურია) დასავლეთის პირველი მაეგაშირა, ივაკიამა დაამარცხა.
2006. კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი სამუელ ეტო’ო აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
2006. აღმოსავლეთლონდონური საფეხბურთო კლუბის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” მმართველთა საბჭომ გადაწყვიტა 85 მილიონ გირვანქად კლუბი ისლანდიური კონსორციუმისთვის, რომლის პრეზიდენტი ეგერტ მაგნუსონია, მიეყიდა. კონსორციუმი აგრეთვე დათანხმდა “ვესტ ჰემის” 22 მილიონიანი დავალიანებაც გაესტუმრებინა.
2006. ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მოცურავემ, ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ჩემპიონმა იან ტორპმა 24 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა.
2007. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, რომელიც თბილისის ბ. პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შედგა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი, ლიტვის ნაკრებთან დამარცხდა (0:2). საქართველოს ნაკრები: მაკარიძე, კალაძე (კაპ), კვირკველია, კანკავა, მენთეშაშვილი (მარცვალაძე), ცქიტიშვილი, ყენია, მჭედლიძე, სირაძე (გელაშვილი). საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.


ამ დღეს დაიბადნენ

1870. სტენლი ჯექსონი. კრიკეტში ინგლისის ნაკრების კაპიტანი. იყო ინდოეთის შტატის ბენგალიის გუბერნატორი.
1908. ფრანც პფნორი. გერმანელი სამთომოთხილამურე. 1936 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1950. ალბერტო ხუანტორენა. კუბელი მძლეოსანი. ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე 400 და 800 მეტრზე გარბენი მოიგო. 800 მეტრი გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო. ეს 1976 წელს, მონრეალში მოხდა. 1977 წელს დიუსელდორფის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე დისტანციაზე პირველობა მოიპოვა. 1973 წლის მსოფლიო უნივესიადის ჩემპიონი. მონაწილეობდა 1972 და 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც. მოსკოვის ოლიმპიადაზე 400 მეტრზე რბენაში მეოთხე ადგილი დაიკავა. გულშემატკივრებმა “ელ კაბალიო” (ცხენი) შეარქვეს. ალბერტო ხუანტორენა კუბის სპორტის მინისტრის მოადგილედ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.
1956. მარიანა სიმეონესკუ. ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის ბიორნ ბორგის მეუღლე.
1963. მიხეილ მამიაშვილი. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (82 კგ წონითი კატეგორია). მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი. 1986 წელს ფილამ დაასახელა პლანეტის წლის საუკეთესო ფალავნად. 1992 წლის ოლიმპიადაზე იყო დსთ-ის გაერთიანებული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მიხეილ მამიაშვილი რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
1965. რეჯი ლუისი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ბოსტონ სელტიკსის” მოთამაშე. NBA-ს ჩემპიონი. გარდაიცვალა 1993 წლის 27 ივლისს.
1968. ანტონიო ტარვერი. ამერიკელი მოკრივე. ქვემძიმე წონით კატეგორიაში ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1995 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და იმავე წელს მოიგო პანამერიკული თამაშები. მოგვიანებით გადავიდა პროფესიონალურ რინგზე და 26 ორთაბრძოლიდან 23-ში გაიმარჯვა. ანტონიო ტარვერი WBC და WBA ასოციაციების ვერსიით ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

ამ დღეს გარდაიცვალა

1959. მაქს ბაერი. ამერიკელი მოკრივე სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, პროფესიონალებში 1934 წელს ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. გარდაიცვალა
49 წლის ასაკში.

0.115243