WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...
ინგლისი, პრემიერლიგა
326 – დარენ ფლეტჩერმა პრემიერლიგაში 326-ე თამაში ჩაატარა და ეს საუკეთესო შედეგია შოტლანდიელ ფეხბურთელებს შორის.
30 – მესუთ იოზილმა 30 საგოლე შანსი შექმნა და ეს საუკეთესო შედეგია სხვა პრემიერლიგის ფეხბურთელებთან შედარებით.
8 – 2014-2015 წლების სეზონიდან სიმულაციისთვის ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი “ჩელსის” ფეხბურთელებმა მიიღეს (8).
143 - პეტერ კრაუჩი ინგლისის ჩემპიონატში შეცვლაზე 143-ე მატჩში გამოჩნდა და ეს პრემიერლიგის რეკორდია.
0:4 – ტონი პულისმა მესამე თამაში წააგო საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:4. მანამდე 2016 წლის ოქტომბერში “სიტიმ” აჯობა, ხოლო 2013 წლის იანვარში “სტოკის” თავკაცის რანგში, როგორც ახლა, “ჩელსისთან” დამარცხდა.
0.99 – ტონი პულისის თავკაცობით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” საშუალოდ 0.99 გოლს იტანს თამაშში (105 გოლი, 106 მატჩი).
7 – რიჩარლისონმა მიმდინარე სეზონში შვიდ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (5 გოლი, 2 პასი). თუმცა “ვესტ ჰემთან” გატანილი გოლი პირველი იყო “ვიქეირჯ როუდზე”.
25 – “ვესტ ჰემმა” 12 ტურში 25 გოლი გაუშვა და ეს მისი ყველაზე ცუდი შედეგია 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ.
500 – დევიდ მოიესმა პრემიერლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში მე-500 თამაში ჩაატარა და ის მეოთხეა, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია (მანამდე იგივე ალექს ფერგიუსონმა, არსენ ვენგერმა და ჰარი რედნაპმა მოახერხეს).
7 – “მანჩესტერმა” “ოლდ ტრაფორდზე” შვიდიდან შვიდი თამაში მოიგო და ეს საუკეთესო შედეგია 2013 წლის მარტიდან მოყოლებული, როდესაც “წითელ ეშმაკებს” ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა. მაშინ “მანიუმ” მიჯრით 12 გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე.
26 – “ნიუკასლ იუნაიტედმა” პრემიერლიგაში “მანჩესტერთან” 26-ედ წააგო და ამდენჯერ არცერთ სხვა გუნდთან არ დამარცხებულა.
216 – 216 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბოლოს პრემიერლიგაში ითამაშა (2017 წლის აპრილში “ჩელსის” წინააღდეგ).
10 – რომელუ ლუკაკუმ “ნიუკასლის” წინააღმდეგ ჩატარებულ 8 თამაშში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 4 პასი).
6 – პოლ პოგბამ ბოლო ექვს პრემიერლიგურ თამაშში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
5 – ენტონი მარსიალმა 11 პრემიერლიგურ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა და ეს უკეთესი შედეგია, ვიდრე გასულ სეზონში, 25 მატჩში დაფიქსირებული შედეგი.
21 – “მანჩესტერმა” “ოლდ ტრაფორდზე” გოლი პირველმა 2016 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. “მანკუნიანელთა ასეთმა სერიამ სათამაშო დროის 21 საათი და 37 წუთი შეადგინა.
3 – “ბორნმუთელი” კალუმ ვილსონი პირველი ინგლისელია მიმდინარე სეზონში, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
14 – ფილიპე კოუტინიომ ბოლო 15 მატჩში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი და 4 პასი).
5 – ედენ აზარმა “ვესტ ბრომვიჩის” კარში პრემიერლიგის ეგიდით 5 გოლის გატანა შეძლო. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ბელგიელს “ბორნმუთთან”, უფრო მეტი კი არავისთვის გაუტანია.
50 – კევინ დე ბრუინმა 76 პრემიერლიგურ შეხვედრაში 50 გოლში მიიღო მონაწილეობა (16 გოლი, 34 პასი). ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩატარებული თამაშების მიხედვით ვისაც კი ოდესმე ჰქონია ინგლისის ჩემპიონატში.
20 – გაბრიელ ჟესუსმა პრემიერლიგის 21 მატჩში 15 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
5 – უმარ ნიასემ მიმდინარე სეზონის 7 შევხედრაში 5 გოლი გაიტანა. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მანამდე ორი სეზონის განმავლობაში და 22 შეხვედრაში აჩვენა.
14 – მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირის ჩათვლით 14 გოლი გაიტანა და ამაზე კარგი მაჩვენებელი ინგლისის ჩემპიონატში მოთამაშე არცერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს.
3 – “ვესტ ბრომვიჩმა” პირველ ტაიმში სამი გოლი გაუშვა და ასეთი რამ ბოლოს 2015 წლის აგვისტოში დაემართა (მაშინაც “ჩელსისთან”).
4 – “კრისტალ პალასის” ფეხბურთელმა ვილფრიდ ზაჰამ “სელჰარსტ პარკზე” ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში მეოთხე გოლის გატანა შეძლო.
15 – “ჩელსიმ” ანტონიო კონტეს თავკაცობით მე-15 თამაში მოიგო, რომელშიც გოლი ედენ აზარმა გაიტანა.
12 – ალვარო მორატამ 11 შეხვედრაში 12 გოლში მიიღო მონაწილება (8 გოლი, 4 პასი) და ეს “ჩელსის” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.
20 – ლეიტონ ბეინსმა პრემიერლიგაში პენალტით მეოცე გოლი გაიტანა. ამაზე მაღალი მაჩვენებელი მცველებს შორის, “ევერტონის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ დევიდ ენსვორთს გააჩნია (22 გოლი).
00:51 – ჯეიმს მაკარტურმა “ევერტონს” 51-ე წამზე გაუტანა და ეს “კრისტალ პალასის” პრემიერლიგურ ისტორიაში სიწრაფით მეორე გოლია. პირველ ადგილზე დუაიტ გაილის გოლია, რომელმაც 2014 წლის აგვისტოში “ნიუკასლს” 31-ე წამზე გაუტანა.
50 – ანტონიო კონტემ “ჩელსი” პრემიერლიგის 50 შეხვედრაში გაწვრთნა. ამ მატჩებში “არისტოკრატებმა” 115 ქულა მოიპოვეს და ეს საუკეთესო შედეგია ზემოხსენებული თამაშების რაოდენობის ფონზე.
4 – “არსენალს” მეოთხე ადგილს ქვემოთ არასდროს დაუსრულებია სეზონი, როდესაც სახლში “ტოტენჰემი” დაამარცხა.
11 – “არსენალმა” ზედიზედ 11 საშინაო მატჩი მოიგო პრემიერლიგაში და ეს საუკეთესო მაჩვენებელია “ემირეითს სთედიუმზე” გადასვლის შემდეგ. “მეთოფეებმა” ამაზე უკეთესი სერია 2005 წლის თებერვლიდან იმავე წლის ნოემბრამდე შემოგვთავაზეს, როდესაც “ჰაიბერიზე” მიჯრით 13 გამარჯვება მოიპოვეს.
45 – 2013 წლის სექტემბრიდან მესუთ იოზილმა ყველაზე მეტი საგოლე პასი გააკეთა, ვიდრე პრემიერლიგაში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებმა – 45 პასი.
16 – “არსენალმა” 2017 წელს პრემიერლიგაში თავით 16 გოლი გაიტანა და ეს სამი გოლით მეტია, მეორე ადგილზე მყოფ შედეგთან.
6 – “სტოკ სიტიმ” კუთხურიდან მეექვსე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და ეს საუკეთესო შედეგია.
7 – შერდან შაჩირიმ გოლი+პასის სისტემით შარშანდელი შედეგი უკვე გააუმჯობესა. შვეიცარიელმა 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. შარშან მისი მონაგარი 21 თამაში, 4 გოლი და 2 პასი იყო.
გერმანია, ბუნდესლიგა
4 – მაქს კრუსე პირველი გერმანელი ფეხბურთელია ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, რომელმაც ერთ თამაშში 4 გოლში მიიღო მინაწილეობა (3 გოლი, 1 პასი).
4 – ფლორიან კოფელდტის თავკაცობით “ვერდერმა” ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა და ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე “ბრემენელ მუსიკოსებს” მანამდე ჩატარებულ 10 თამაშში ჰქონდათ (3 გოლი).
5 – “შალკე” მეთორმეტე ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა. “ხუმარებმა ამ შედეგს ბოლო 5 წელიწადში პირველად მიაღწიეს (2012-2013 წლების სეზონის მერე).
2016 – “შალკეს” ფორვარდმა ფრანკო დი სანტომ 2016 წლის მარტის შემდეგ ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
50 – რაფაელმა ბუნდესლიგაში “გლადბახის” მაისურით 50 გოლის გატანა შეძლო. ჯამში კი მის ანგარიშზე 75 გოლია.
12 – ლარს შტინდლმა 2017 წელს ბუნდესლიგაში მეთორმეტე გოლი გაიტანა და “გლადბახის” სხვა ფეხბურთელს ასეთი შედეგი არ აქვს.
50 – ჯოშუა კიმიხმა 50-ე ბუნდესლიგური მატჩი მოიგო 62 მცდელობიდან (50 მოგება, 10 ფრე, 2 წაგება, 7 გოლი, 8 პასი). არცერთ სხვა გერმანელ ფეხბურთელს 62 თამაშიდან ამდენი გამარჯვება არ მოუპოვებია.
4 – “კიოლნი” ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც საწყის 12 ტურში მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო.
500 – იუპ ჰაინკესმა ბუნდესლიგაში 500 მატჩის მოგება მოახერხა (174 გამარჯვება ფეხბურთელის, 326 მწვრთნელის რანგში).
7 – კევინ ვოლანდის ანგარიშზე 12 მატჩში 7 გოლია. მაშინ როდესაც “ლევერკუზენის” ფეხბურთელმა შარშან 23 თამაში მოანდომა 6 გოლის გატანას.
30 – “ბაიერნმა” 12 ტურის მერე ამდენი გოლის გატანა შეძლო. “რეკორდმაისტერს” საშუალოდ თამაშში 2.5 გოლი გააქვს.
6 – რობერტ ლევანდოვსკი “ბაიერნის” მეორე ფეხბურთელია, რომელმაც სეზონის სტარტზე ზედიზედ 6 საშინაო მატჩში გაიტანა გოლი. იგივე მხოლოდ გერდ მიულერს აქვს გაკეთებული (1972-1973 წლების სეზონში).
6 – დანიელ დიდავის ანგარიშზე 6 საგოლე პასია და ეს საუკეთესო შედეგია მიმდინარე სეზონში. “ვოლფსბურგის” ნახევარმცველმა ექვსივე ასისტი ბოლო ექვს თამაშში გააკეთა.
35 – ტიმო ვერნერმა 41 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 35 გოლში მიიღო მონაწილეობა (28 გოლი, 7 საგოლე პასი).
28 – კარიმ გუედე “ფრაიბურგის” 28-ე ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ერთხელ მაინც ითამაშა. არცერთ სხვა გერმანულ გუნდს ამდენი ფეხბურთელი არ გამოუყენებია.
8 – არიენ რობენი ერთადერთია, რომელიც იუპ ჰაინკესის “ბაიერნში” მოსვლის შემდეგ ზედიზედ რვა მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო.
500 – “შტუტგარტმა” ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე მე-500 თამაში მოიგო.
1 – იოსიპ ბრეკალო 2005 წლის შემდეგ პირველი ხორვატია, რომელმაც “შტუტგარტის” მაისურით გოლი გაიტანა. ბოლოს იგივე ზვონიმირ სოლდომ გაახერხა.
14 – “დორტმუნდმა” ბოლო ხუთ თამაშში 14 გოლი გაუშვა. “ყვითლებს” ამაზე ცუდი შედეგი 1991 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.
356 – 356 დღის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები, ანდრე შურლე და მარიო გიოტცე ძირითად შემადგენლობაში ერთად იყვნენ.
ესპანეთი, ლა ლიგა
732 – სამუელ უმტიტის ლა ლიგაში ყველაზე მეტი პასი აქვს გაკეთებული. ფრანგი მცველის 732 გადაცემიდან 91.7% ზუსტი აღმოჩნდა.
8 – პიონე სისტომ რვა საგოლე პასი მიითვალა. ტოპ ხუთ ჩემპიონატში ეს საუკეთესო შედეგია დავიდ სილვას მაჩვენებელთან ერთად (8 პასი).
0 – კარიმ ბენზემა “ატლეტიკოსთან” მატჩში ბურთს საჯარიმოში არ შეხებია. ფრანგს ყველა ტურნირის ჩათვლით 2017 წელს ასეთი რამ პირველად დაემართა.
4 – “ვალენსიას” არასდროს მოუგია ტიტული მაშინ, როდესაც 12 ტურის შემდეგ ლიდერს 4 ქულით ჩამორჩებოდა.
7 – მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “ლეგანესთან” შეხვედრა 7 სეივით დაასრულა და ეს მიმდინარე სეზონში მისი რეკორდია.
48 – არიც ადურისმა 2003-2004 წლების სეზონიდან ლა ლიგაში თავით 48 გოლის გატანა მოახერხა და ეს საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა 47 თავური გოლით.
13 – პაკო აიესსტარანმა ლა ლიგის ბოლო 13 მატჩში მარცხი განიცადა (12 გატანილი და 36 გაშვებული გოლი). ეს ყველაზე ცუდი შედეგია მიმდინარე სეზონში.
8 – “ვალენსიამ” ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ რვა მატჩი ლა ლიგაში.
30 – “ვალენსიას” თავის ისტორიაში 12 ტურის შემდეგ საუკეთესო სტარტი აქვს (30 ქულა).
8 - "ვალენსია" 12 ტურის განმავლობაში მხოლოდ 8 წუთის განმავლობაში იყო ანგარიშში ჩამორჩენილი. ეს მიმდინარე სეზონის ლა ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.
3 – ჟოფრეი კონდოგბიამ სეზონში 3 გოლის გატანა მოახერხა. ფრანგს აქამდე არცერთ სეზონში არ ჰქონია 3 გოლი გატანილი.
0 – “რეალმა” ლა ლიგაში 0:0 2015 წლის სექტემბრის შემდეგ (“მალაგასთან”) პირველად ითამაშა. სხვაობამ 784 დღე და 81 თამაში შეადგინა.
723 – ანტუან გრიზმანს ყველა ტურნირის ჩათვლით გოლი 723 წუთის განმავლობაში არ აქვს გატანილი.
0:0 – მადრიდული დერბი გატანილი გოლის გარეშე 2005 წლის მაისის შემდეგ პირველად დასრულდა. მაშინ შეხვედრას “სანტიაგო ბერნაბეუმ” უმასპინძლა. ხოლო “ატლეტიკოს” საშინაო არენაზე 0:0 აქამდე 1993 წლის ოქტომბერში იყო დაფიქსირებული.
0 – “რეალმა” ზინედინ ზიდანის თავკაცობით ლა ლიგაში სტუმრად გოლის გატანა პირველად ვერ მოახერხა 35 თამაშიდან.
100% - ტონი კროოსმა პირველ ტაიმში 41 ზუსტი პასი გააკეთა და ეს 20 პასით აღემატებოდა “ატლეტიკოს” საუკთესო მაჩვენებელს (გაბის 26 პასიდან 21 ჰქონდა ზუსტი).
9 – “სელტამ” ცხრა ქულა დაკარგა მიმდინარე სეზონში, როდესაც ანგარიში წაიყვანა.
4 – პაულინიოს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში იმდენი (4) გოლი აქვს გატანილი, რამდენიც BBC-მ ერთად გაიტანა (ბენზემა 1, ბეილი 2, რონალდუ 1).
4 – “ბარსელონას” 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 გოლი აქვს გაშვებული და ეს კლუბის ისტორიაში რეკორდია. ამაზე ცოტა მხოლოდ “ატლეტიკომ” გაუშვა 1995 წელს (3 გოლი).
5 – ლუის სუარესმა 2017 წელს მეხუთე დუბლი შეასრულა. ამაზე კარგი შედეგი მხოლოდ ლეო მესის აქვს (11 დუბლი).
3 – ბერგარამ “ხეტაფეს” მაისურით 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა. “სოსიედადში” კი ამდენივე გოლის გასატანად 146 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
9 – “ხეტაფემ” ზედიზედ მეცხრე საშინაო თამაშში შეძლო გოლის გატანა და ეს პირადი რეკორდია.
7 – მიკელ ოიარზაბალმა ბოლო შვიდ მატჩში ამდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 2 პასი).
2 – ჩარლეს დიასი “ეიბარის” მეორე არაესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში დუბლი შეასრულა. პირველად ასეთი რამ იაპონელმა ტაკაში ინუიმ გააკეთა.
საფრანგეთი, ლიგა 1
12 – “ლილმა” 13 მატჩში 12 ქულა დააგროვა. ასეთი ცუდი სტარტი 21-ე საუკუნეში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა – გასულ სეზონში ამ დროისთვის 10 ქულა მოიპოვა.
3 – 2013 წლის 22 დეკემბერის შემდეგ პირველად მოხდა, რომ კვირას გამართული ლიგა 1-ის სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
33 – “ბორდომ” პირადი რეკორდი დაამყარა. ჟირონდელები ლიგა 1-ში ზედიზედ 33 საშინაო შეხვედრაში არ დამარცხებულან მარსელის “ოლიმპიკის” წინააღმდეგ.
3 – “ბორდომ” “მარსელთან” ბოლო ორ თამაშში გოლის გატანა მატჩის დაწყებიდან სამ წუთში ზედიზედ მოახერხა.
4 – “მარსელისა” და “ბორდოს” ბოლო 4 თამაში ფრედ დასრულდა. ორჯერ 1:1, და ორჯერაც 0:0.
0:0 – “მონპელიემ” მიმდინარე სეზონში ორჯერ ითამაშა 0:0 და უკვე გააუმჯობესა შარშანდელი შედეგი (ერთი 0:0 მთელ სეზონში).
3 – ხავიერ პასტორემ მიმდინარე სეზონში 3 გოლი (7 მატჩში) გაიტანა და უკვე გააუმჯობესა შარშანდელი მიღწევა – 2 გოლი 31 თამაშში.
1972 – ედინსონ კავანი 1972 წლის შემდეგ პირველია, რომელმაც ლიგა 1-ის საწყის 13 მატჩში 14 გოლის გატანა შეძლო. ბოლოს ასეთი რამ “ნიცას” ფეხბურთელმა დიკ ვან დიიკმა გააკეთა 1972-1973 წლების სეზონში.
16 – “ლილი” “სენტ ეტიენთან” საკუთარ მოედანზე ბოლო 16 შეხვედრაში არ დამარცხებულა (10 მოგება, 6 ფრე).
იტალია, სერია A
1 – “ბოლონიას” თავდამსხმელი ორჯი ოკვონკვო “ვერონასთან” მატჩში ცვლილებაზე შევიდა, გოლი გაიტანა და შემდეგ შეცვლა მოითხოვა. ბოლოს ასეთი რამ თავს ლეონარდო პავოლეტის 2015 წელს გადახდა და მეტოქე მაშინაც “ვერონა” გახლდათ.
11/10 – ალესიო ჩერჩის ზედიზედ 11, ხოლო მატია დესტროს 10 შეხვედრაში არ ჰქონდათ გოლი გატანილი. მათ უსიამოვნო სერია “ვერონა” – “ბოლონიას” თამაშში დაასრულეს.
3 – ბოლოს სამი შესაძლებლობიდან, როდესაც “ინტერმა” 13 ტურში 31 ქულა დააგროვა, სკუდეტო მოიგო. ახლა “ნერაძურის” უფრო მეტი აქვს – 33 ქულა.
6 – “ინტერმა” “ატალანტას” კარში რვაჯერ დაარტყა და აქედან ექვსჯერ ეს მაურო იკარდიმ გააკეთა (2 გოლი).
10 – “ინტერმა” მიმდინარე სეზონში 10 გოლი ჩაწოდების მერე გაიტანა. ეს საუკეთესო შედეგია და 3 გოლით სჯობს სხვა გუნდების მაჩვენებელს.
6 – ზედიზედ მეექვსე და სეზონში მეათე თამაში, რომლის პირველ ტაიმში “ინტერს” გოლი არ გაუშვია.
1 – “სამპდორიასთან” მატჩი იყო პირველი მიმდინარე სეზონში, რომელშიც “იუვენტუსი” ერთი წუთითაც არ გასულა ანგარიშში წინ.
3 – “სამპდორიამ” პირველი 4 კარში დარტყმიდან სამი გოლი გაუტანა “იუვენტუსს”.
1 – “სამპდორიამ” “იუვენტუსთან” პირველ ტაიმში კარისკენ ერთხელ დაარტყა და ამით მიმდინარე სეზონის პირადი ანტირეკორდი დაამყარა.
100 – ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანის” მაისურით ოფიციალურ მატჩებში მეასე გოლი გაუშვა (92 შეხვედრაში).
0 – “მილანი” “ბენევენტოს” შემდეგ მეორე გუნდია, რომელიც კონკრეტული მატჩის პირველ ტაიმში საჯარიმოში ბურთს არ შეხებია. “როსონერის” ასეთი რამ “ნაპოლისთან” გადახდა თავს. იქამდე კი, “ბენევენტომ” იგივე ორჯერ გააკეთა (“ნაპოლისთან” და “იუვენტუსთან”).
6 – ლორენცო ინსინიემ “მილანის” კარში მე-6 გოლი (10 მატჩში) გაიტანა და ამაზე მეტჯერ მას არცერთი სხვა გუნდის კარი არ დაულაშქრავს.
5 – “რომამ” სერია A-ში ბოლო 6 დერბიდან ხუთი მოიგო (1 მარცხი).
9 – "ლაციომ" მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში 9 გოლი გაუშვა და ეს ყველაზე ცუდი შედეგია მიმდინარე სეზონში.
19 – დიეგო პეროტიმ სერია A-ში მე-19 გოლი გაიტანა (100 თამაშში) და აქედან სამჯერ “ლაციო” დაამწუხრა. ეს არგენტინელის საუკეთესო შედეგია.