ოთხშაბათს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება: “ბარსელონა” – “იუვენტუსის” სტუმარი იქნება. ამ მატჩამდე უეფას ოფიციალურამ ვებგვერდმა ორივე გუნდის კაპიტანთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
საგულისხმოა, რომ ჯანლუიჯი ბუფონსა და ანდრეს ინიესტას პასუხების გაცემა ერთი და იგივე კითხვებზე მოუწიათ:
- გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ საკუთარი თავი...
- ბუფონი: ჯანლუიჯი ბუფონი.
- ინიესტა: ანდრეს ინიესტა.
- რამდენი წლის ხართ?
- ბუფონი: 39.
- ინიესტა: 33.
- ვის აქვს უფრო ჭაღარა თმა?
- ინიესტა: ვფიქრობ მე, მაგრამ ჯიჯისაც აქვს ცოტა.
- ბუფონი: რა თქმა უნდა მას. მე ჯერ კიდევ შავი ნატურალური თმა მაქვს.
- როდემდე ითამაშებთ?
- ინიესტა: მანამ, სანამ არ დავიღლები.
- ბუფონი: სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე.
- ჯიჯი, დარწმუნებული ხარ?
- უფრო მშვიდი, ვიდრე დარწმუნებული.
- კარიერის დასრულების შიში გაქვთ?
- ინიესტა: არა, არა. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მანამდე უნდა ისიამოვნო, სანამ შესაძლებელია.
- ბუფონი: არა, არ მაქვს. ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ამიტომ კარიერის დასრულების შიში არ მაქვს.
- მომავალში მწვრთნელობას გეგმავთ?
- ინიესტა: დღეის გადმოსახედიდან, ამას საკმაოდ შორს ვხედავ.
- ბუფონი: ეს ჯერ კიდევ არ განმიხილავს.
- საყვარელი მომღერალი?
- ბუფონი: ჩელენტანო.
- ინიესტა: ესტოპა, ისევე როგორც მომწონს კამარონი.
- ანდრეს, ოდესმე გიფიქრიათ მეკარეობაზე?
- არა, მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ რთული იქნებოდა ჩემთვის.
- ჯიჯი, გიფიქრიათ ნახევარმცველობაზე?
- 12 წლამდე ნახევარდაცვაში ვთამაშობდი. შემდეგ 1990 წლის იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატზე კამერუნი თამაშობდა, რომლის ერთ-ერთი სიმბოლო ტომას ნკონო იყო და მსურდა მისთვის მიმებაძა. შემდეგ რჩევა მამაჩემთან გავიარე. მან ნახა, რომ რამდენჯერმე მეკარის პოზიციაზე ვითამაშე და ყოველჯერზე მეუბნებოდა: “შენ არ ხარ ყველაზე ცუდი”.
- რამდენი შვილი გყავთ?
- ბუფონი: სამი.
- ინიესტა: სამი.
- ერთ დღეს, რომ გითხრათ, მამა ფეხბურთელობა მინდა – რას უპასუხებთ?
- ინიესტა: მომეწონება თუ ფეხბურთელობას გადაწყვეტს.
- ბუფონი: ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან სპორტით შეიგრძნობ ცხოვრებას. გიყალიბებს დისციპლინას და თავიდან გაშორებს ცხოვრებაში ბევრ ნეგატიურ ხიფათს.
- რას ურჩევდით შვილებს თუ ფეხბურთელობას გადაწყვეტენ?
- ინიესტა: ჰქონდეს თვითრწმენა, იმუშაოს საკუთარ თავზე და დარჩეს თავმდაბალი. ეს თვისებები დადებით პიროვნებას ქმნიან.
- ბუფონი: გაერთოს, იპოვოს ცოტაოდენი ვნებაც და იყოს ფოკუსირებული. და შემდეგ, მალევე გაერკვეს, აქვს თუ არა მომავალი ამ გზაზე.
- ვინ იყვნენ თქვენი გმირები, როდესაც იყავით პატარები?
- ინიესტა: ყოველთვის მომწონდა გვარდიოლა და ლაუდრუპი.
- ბუფონი: ტომას ნ’კონო იყო მეკარე, რომელსაც ყოველთვის ვბაძავდი. მაგრამ ასევე მომწონდა იტალიელი მეკარეები, რომელთაც არავინ ახსენებს – ძენგა, ტაკონი, პერუცი, ტოლდო, პალიუკა, მარკეჯანი...
- ჯიჯი, თქვენი კარიერის საუკეთესო მომენტი?
- ბოლო 5 წელი იყო შთამბეჭდავი, რადგან მე სიამოვნებას ვიღებ ჩემი დროით. და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. ასევე ტიტულები, რომელიც “იუვეში” იქამდე მოვიპოვე. განვიცდიდი “პარმას” დატოვებას, მაგრამ მეორე მხარეს მელოდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდი.
- ანდრეს, თქვენი კარიერის საუკეთესო მომენტი?
- მქონდა ბედნიერება მეცხოვრა, როგორც სპორტსმენს. საუკეთესო მომენტები მაკავშირებს, გუნდთან და ეროვნულ ნაკრებთან. პერსონალურად კი ჩემი ბედნიერება, ჩემი ოჯახი, შვილებია.
- ჯიჯი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ბოლო თამაში?
- წარმომიდგენია, როგორც პირველი – დიდი ენთუზიაზმით და დიდი სიამაყით.
- ანდრეს, როგორ წარმოგიდგენიათ ბოლო თამაში?
- როგორც განსაკუთრებული დღე, ემოციური. ვიქნები ამაყი იმ გზით, რაც გავიარე.
- ვინ მოიგებს წელს ჩემპიონთა ლიგას?
- ინიესტა: იმედია, რომ “ბარსა” მოიგებს.
- ბუფონი: მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგას ის გუნდი მოიგებს, რომელიც მარტს ფიზიკურად და მენტალურად საუკეთესო კონდიციებში შეხვდება. მინდა, რომ ეს გუნდი “იუვე” იყოს.