ფეხბურთი

21:34 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ ვარჯიში დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვარჯიში განაახლა. როგორც “სპარტაკის” ვებგვერდი იტყობინება, ჯანომ ტრენაჟორებზე ივარჯიშა. მას შემდეგ, რაც ანანიძეს რომში (12 ოქტომბერს) ოპერაცია გაუკეთდა, ეს პირველი გამოჩენა იყო კლუბის ბაზაზე. ფეხბურთელი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა.

ჯანოს თბილად შეხვდნენ თანაგუნდელები და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს, ხოლო თავად განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.

ანანიძე სამშაბათს, “სპარტაკისა” და “მარიბორის” შეხვედრას დაესწრება, ხოლო 10 დეკემბერს, რომში გაემგზავრება, სადაც მორიგი გამოკვლევა უნდა გაიაროს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს.

შეგახსენებთ, ანანიძემ ტრავმა მახაჩყალის “ანჟისთან” შეხვედრაში ორი თვის წინ მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

0.129767