საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი აგრძელებს წინასაარჩევნო შეხვედრებს. საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სადაც ხეცურიანი აჭარის კალათბურთის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
აჭარაში კალათბურთი საკმაოდ პოპულარულია და ამ შეხვედრამაც ინტერესი გამოიწვია. პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებას კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა წარუდგინა.
შიო ხეცურიანი: "აჭარაში კალათბურთის მასობრიობის გაზრდის დიდი პოტენციალია. შეხვედრაზე განვიხილეთ 10-წლიანი განვითარების სტრატეგია, მივიღეთ რეკომენდაცია ბავშვთა კალათბურთში ჩემპიონატების ჩატარების მოდელზე, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ."
ლაშა კეშელავა (საკალათბურთო კლუბ «ბათუმი 2010»-ის დირექტორი): "შიო ხეცურიანის მიერ ჩატარებული პრეზენტაცია იყო შთამბეჭდავი. მის მიერ წარდგენილი გეგმები, სტრატეგიები – ყველაფერი ეს არის მომავალი და ვთვლი, რომ ეს წარმატებას მოუტანს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებას. აუცილებელია რეგიონებში კალათბურთის როლის გაზრდა. ჩვენ გვჯერა, რომ შიო და მისი გუნდი ამას გააკეთებს."
მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბავშვთა კალათბურთის განვითარება თუ გინდათ ფასები ან უნდა დაიწიოს დაბლა ან უფასო უნდა გახდეს, ბოლოსდაბოლოს დანგრეულ 90 წლებში იყო უფასო კალათბურთი და დღეს რატო ვერ ხერხდება? ფაჩულიას აკადემიაში კიდე 120 ლარი ძაან ბევრი ხომარაა? მითუმეტეს შიომ თქვა იმედზე გადაცემაში 700 ბავშვი ვარჯიშობს ფაჩულიას აკდემიაშიო, ესეიგი თვეში 84 000 არის სკოლის შემოსავალი. რაიყო მაგიდან მოგებას ღებულობს? განა რა ხარჯი აქვს ამისთანა თვეში სკოლას რო მაგდენი არ იყოს თვეში გადასახადი... დაწიოს ფასი დაბლა და მოგების მაგივრად თვეში 10 ათასი დოლარი თავისი ჯიბიდან ხარჯოს და 10 წელიწადში მილიონი იკნება მეტი ხომარა და 10 წელიწადში მაგან 7 ათასი ბავშვი უნდა ავარჯიშოს და იკიდან 1 რო გაყიდოს იმ მილიონს ის ერთი ბავში მოუტანს მის სკოლას და 7 ათასი ბავშვიდან თუ ერთიც ვერ გაყიდა მაშინ დასახური ყოფილა ეგ სკოლაც.. ხო ისე განსაკუთრებით ბავშვების მწვრთნელებს სპორტის აკადემია დამთავრებული უნდა კონდეთ და მართო ის მაისში კალათბურთს თამაშობდა და სექტემბერში მწვრთნელია ეგ ღუპავს ყველა სპორტს. ანატომია,ფიზიოლოგია, სპორტული მედიცინა, ფსიქოლოგია,მეტროლოგია, პედაგოგიკა, გსმენიათ ბევრს მაგ სკოლებში რაარი? სავალდებულო უნდა გახდეს ბავშვთა მწვრთნელებისათვის სპორტის აკადემიის დამთავრება....
კალათბურთში დღეს პრობლემები საკმაოდ დაგროვდა, ჩემპიონატი რას გავს, ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე აშკარად ჩავარდა, ბავშვების კალათბურთში ფაჩულიას აკადემიას თუ არ ჩავთვლით საინტერესო და გამოსარჩევი არაფერი ხდება, კიდე ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, ასე რომ კალათბურთის ფედერაციის მესვეურებს უნდა შეეძლოთ კრიტიკის თვალების ქაჩვის გარეშე მოსმენა. მე ამ კაცში ქართული კალადბურთის მტერი ვერ დავინახე, პირიქით რა პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება ყველა თვალშისაცემია, იმედია მთავრობა არ ჩაერევა ნაციონალებივით და ხელების გადაგრეხვას არავის დაუწყებს, დანარჩენი ვინც დამსახურებულად გაიმარჯვებს ღმერთმა ხელი მოუმართოს.
მე პირიქით ვფიქრობ, აქამდეც უნდა ჩარეულიყვნენ და ვფიქრობ ეხლა მითუმეტეს უნდა ჩაერიონ რადგან, თუ ოფიციალურად ვერ მტკიცდება ფინანსურ გარიგებაში შესვლა (ყველამ ხომ ვიცით, რომ ასეთი ჩვენი მხარისთვის წამგებიანი კონტრაქტის დადება ე.წ. "ატკატის" გარეშე არ იდება. ამიტომ ვფიქრობ სახელმწიფო ბიუჯეტის სულ ცოტა არაყაირათიანი ხარჯვის გამო პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, თუ ჩვენ სამათრთლებრივი სახელმწიფო ვართ) და მთავრობამ თუ ღირსება აქვს არ უნდა დაუშვას სულ ცოტა საეჭვო რეპუტაციის პირების მიერ ახლა საარჩევნო პროცედურებით ჟონგლიერობა და ამით ისედაც მძიმე დღეში მყოფი ქართული კალათბურთის კრიზისში მიტოვება.
ტყუილად ჩავიდა ბათუმში )) ყველამ იცის ეგ ამბავი რატომ გაზარდეს სუპერლიგის რაოდენობა ცხრა გუნდამდე მაინცდამაინც წელს და რატომ დატოვეს ბათუმი სუპერლიგაში )))
გარანტია აქვთ აღებული, რომ აჭარის ფედერაციის და ბათუმის კლუბის ხმები ფედერაციის კანდიდატის ანუ გურასპაულის ყულაბაში ჩავა
და გურასპაული ვიღას დაკარგვია საერთოდ ამდენი წელია ფედერაციაშია და გაუკეთებია რამე, ხმა ამოუგია უსამართლობაზე ,დარღვევებით ჩატარებულ წინა არჩევნებზე ამოუგია ხმა !!!!!!!!!!! ახლა პეზიდენტობაც მოინდომა