ფეხბურთი

14:46 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა ყაზახურ “ტობოლს” ესაუბრება

ჯაბა კანკავა ყაზახეთში ჩავიდა და კუსტანაის “ტობოლთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. საქართველოს ნაკრების კაპიტანი უგუნდოდაა და პრაქტიკა მხოლოდ ვლადიმირ ვაისის გუნდში აქვს. სხვათა შორის, ნაკრებში არავის ჩამოუვარდება და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლავთ.

“ტობოლი” ყაზახურ ლიგაში მეხუთე ადგილზეა. ამ გუნდში თამაშობს ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი – ნიკა კვეკვესკირი.

ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკება. კანკავა ბოლოს ფრანგულ “რეიმსში” თამაშობდა და ამ ზაფხულს გაწყვიტა კონტრაქტი.

0.116502