სოხუმელი ადა მარშანიასი არ იყოს, მარსელელ ზინედინ ზიდანსაც ძალიან ყვარებია რუსეთი. როგორც მადრიდის “რეალის“ ფრანგმა მესაჭემ ამ ორი კვირის წინ განაცხადა, რუსეთის გახსნებაზე მას ყველაფერი კარგი ახსენდება და ეს ქვეყანა ძალიან უყვარს.
ზინედინ ზიდანის მიერ რუსეთის ტრფიალებას დიდი გამოხმაურება და კრიტიკის ქარცეცლი მხოლოდ საქართველოში არ მოჰყოლია. ევროპაშიც ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა და ევროპული იდეალების ღალატშიც არცთუ უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი.
კოლაგელმა მევენახემ, ბატონმა შოთამ კი ამ ამბის გაგებისთანავე, მიწაზე ბრაზით დაანარცხა ვენახის შესაღობი მავთულის ხვეულა, ორივე ხელით ბარის ტარს დაეყრდნო და განაცხადა: “აბა მაგი ქვეყანაში შავარდნილიყო ოჯახმომრგვალებული პუტინი. შაიყვარებდა კი არა, ვინ იცის, სულ რუსეთის გინებაში ყოფილიყო. ეგრე იცის შვილოსა თავში ავარდნამა და ბევრმა ფულმა, ზიდანა რო ერთი სამი დღე აქა მყამდეს, ხო დავაწყებინებდი სწორად ლაპარაკსა...“.