ჩოგბურთი

12:15 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტი დიმიტროვის ტრიუმფი

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა ბელგიელი დავიდ გოფინი 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.

დიმიტროვი 1998 წლის შემდეგ პირველი დებიუტანდია, რომელმაც წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. 19 წლის წინ ეს ალექს კორეტიმ მოახერხა.

დიმიტროვი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის არცერთ ფინალში არ ყოფილა, მაგრამ შემაჯამებელი მოიგო. დავიდ გოფინი კი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ ტურნირზე როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს აჯობა, მაგრამ ტურნირი ვერ მოიგო.

დიმიტროვს კარიერაში ATP-ის 8 მოგებული ტურნირი დაუგროვდა.

0.118711