ძიუდო

11:48 | 20.11.2017 | ნანახია 2886 - ჯერ

რეხვიაშვილი ჰოლანდიურ გრან პრიზე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) ჰააგაში გასულ უქმეებზე გამართულ გრან პრიზე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. ჰოლანდიურ ტატამზე სულ 42 ქვეყნის ნაკრები გავიდა. მედლები მამაკაცთა და ქალთა 7-7 წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს სახელით კი პრესტიჟულ შეჯიბრებაში მხოლოდ ერთი სპორტსმენი ჩაება.

ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა 26 წლის რეხვიაშვილმა გრან პრი პოლონელ დამიან ზვარნოვეცკისთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქეს წუთსა და 17 წამში სძლია. მეოთხედფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამი გაფრთხილებით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაება.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ზებედა რეხვიაშვილმა ირანელ საეიდ მოლაეისთან მე-8 წუთის დასაწყისში წააგო და ჰოლანდიური გრან პრი მე-7 ადგილით და 182 სარეიტინგო ქულით დაასრულა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე რუსი ივან ვორობიოვი ავიდა, ფინალში რესელის ძლევით. მოლაეი და ბელგიელი მატიას კასე კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ჰააგის ჩემპიონთა შორისაა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ბეთქილ შუკვანი (60 კგ), რომელიც ბოლო წლებში ბექირ ოზლუს სახელით, თურქეთის დროშის ქვეშ გამოდის.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:19 | 25.11.2017
გარეჯი (3417)

კლუბზე კი ფედერაციას. ვერ მოვთხოვთ პასუხს მარა ლიპოს და შავდათუაშვილის გარდა ყველა იქ იყო და 4:1 წააგეს ნაცვლიშვილს გაუთავდა ფინანსები საგარეჯო ვეღარ დააფინანსა და კლუბურშიც ჩავიკუკეთ

11:47 | 26.11.2017
In vino veritas (2107)

ჩანაწერებს ვუყურე და შოკირებული ვარ ბექათი, მემგონი ინგრევს ტიპი კარიერას

12:18 | 26.11.2017
ალექსანდრე (6188)

პირველ შეხვედრაში რა ქნა ბექამ? ვერ ვუყურე.

13:27 | 26.11.2017
In vino veritas (2107)

პირველი კი მოიგო, მაგრამ რაღაც თითქოს მარილი აკლია, შარშან სულ სხვანაირი შემართებით ჭიდაობდა

15:16 | 25.11.2017
გარეჯი (3417)

კლუბმაც რა ჩაისვარა რა არი ეს ჭამა საში უნდა იყოს შეჯი რი სირცხვილია

11:39 | 25.11.2017
ალექსანდრე (6188)

რეგრესი საკლუბო ტურნირებშიც გვაქვს, შარშან 3 ქართული კლუბი ჭიდაობდა წელს მხოლოდ - 1, კლუბი საგარეჯო რომელმაც შარშან ევროპის ოქროს ლიგა მოიგო, გაქრა.

03:34 | 26.11.2017
mushni (93569)

+1

18:01 | 22.11.2017
luka08 (622)

5წლის წინ ვწერდი,რომქართულ ძიუდოს საქმე ცუდად მისდიოდა . 23 წლქმდელების გამოსვლამ სამწუხაროდ დაადასტურა ჩემი ვარაუდი .

16:48 | 20.11.2017
ალექსანდრე (6188)

მარტო ძიუდოში არა, სამბოს მსოფლიოზეც არცერთი ჩემპიონი არ გვყავს, რაც ბოლო წლების უჩვეულო მოვლენაა.

14:15 | 20.11.2017
mamuka-25 (379)

დაახლოებით მე-3 კატეგორიის ტურნირი იყო. აქ სამეულშიც რომ ვერ შეხვალ ცუდად ყოფილა შენი საქ

14:18 | 20.11.2017
mamuka-25 (379)

აქ სამეულშიც რომ ვერ შეხვალ ცუდად ყოფილა შენი საქმე. და სერთოდ ჩვენი ძიუდოისტების ბოლოდროინდელი გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ (გინდ დიდები და გინდ პატარები)საკმაოდ მძიმე ვითარებაა!!!!!!!!!!

12:36 | 20.11.2017
guri311@rambler.ru (36)

შრომა დაფასდება, ვაფასებ ზებედას, მთავარია გული არ გაიტეხო,მიაღწევ მწვერვალებს,იმედი გვაქვს...იშრომე...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066377
სარეკლამო ადგილი - 99
X x X