ფეხბურთი

23:06 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა მახარაძე უზბეკეთში ოქროებს აგროვებს

კახა მახარაძე მეხუთედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. 30 წლის ქართველი ტაშკენტის “ლოკომოტივში” თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახლავთ.

ბოლოსწინა ტურში “ლოკომოტივმა” სამარყანდის "დინამოს” სტუმრად 5:1 სძლია და ხუთქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. მახარაძე ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო.

“ლოკომოტივის” გარდა, მახარაძე “ფახთაქორშიც” თამაშობდა და იქაც გახდა ჩემპიონი. უზბეკეთში წასვლამდე კი საქართველოშიც მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება. ეს თბილისის “დინამოში”, 2005 წელს.

“ფახთაქორს” რაც შეეხება, როგორც იცით, გუნდს შოთა არველაძე წვრთნის და მესამე ადგილზეა. ამ ტურში შოთას გაწვრთნილებმა სტუმრად 0:4 წააგეს მეორეზე მყოფ “ნასაფთან”.

0.119563