დანიის სუპერლიგის მე-16 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “რანდერსმა”, რომელმაც სტუმრად “ლიუნგბიუ” (3:1) დაამარცხა.
აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საბა ლობჟანიძემ – ქართველმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
29-ე წუთზე საბამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და ამ ეპიზოდს მასპინძელთა კარში პირველი გოლი მოჰყვა. უკვე ტაიმის ბოლოს კი ჩვენებურმა საგოლე პასი მიითვალა, როდესაც ბაშკიმ კადრიმ ლობჟანიძის გადაცემის შემდეგად ულამაზესი გოლი შეაგდო.
მატჩს წერტილი 90-ე წუთზე საბამ თავად დაუსვა: დრიბლინგი განახორციელა, ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო და საჯარიმოში შევიდა. იქ კი, თანაგუნდელთა კომბინაცია გაითამაშა და მერე ახლო დისტანციიდან დალაშქრა “ლიუნგბიუს” კარი. 22 წლის ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
“რანდერსი” 14 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.